|
2019-09-07 11:20:15, 1900 ნახვა
კომენტარი
კვიციანი გომელაურს - სუს-ის მეშვეობით მოსკოვიდან წითელი ამენთო, იქნება გამოსვლისას ხელი ჩამოკრათ და გამორთოთ
„როცა წამოვედი, მოსკოვიდან წითელი ამენთო და სხვათაშორის თქვენი სამსახურის [სუს-ის] მეშვეობით, იქნება გამოსვლისას ეხლა ჩამოკრათ იმ ე.წ. შტეფცელს და გამორთოთ ეს წითელი“, - ასე მიმართა „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა ემზარ კვიციანმა სუს-ის ყოფილ უფროსს, შს მინისტრობის კანდიდატ ვახტანგ გომელაურს. „ბატონო ვახტანგ, მე ფაქტიურად გამოვიქეცი რუსეთიდან, ანუ დეპორტაციით წამოვედი. დამეხმარნენ რა თქმა უნდა კეთილი ადამიანები და შემიძლია სახელი და გვარი ვთქვა, ეს იყო ქალბატონი მასკალკოვა, რომელიც ჩემი მამიდაშვილის დაქალი იყო და ის დამეხმარა რომ გამოვქცეულიყავი რუსეთიდან. რუსეთი არ მიშვებდა და თქვენ აქ არ მიღებდით. რა იყო მიზეზი დღემდე არავინ იცის. ბატონო ვახტანგ, როცა წამოვედი, მოსკოვიდან ამენთო წითელი და სხვათაშორის თქვენი სამსახურის მეშვეობით, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს. თქვენ გასაგებია, რომ მაშინ არ მუშაობდით, მაგრამ თქვენი იქ მუშაობის დროს არ ჩაქრა ეს წითელი, იქნება გამოსვლისას ეხლა ჩამოკრათ იმ ე.წ. შტეფცელს და გამორთოთ ეს წითელი, ყველა მიმართულებით როა ანთებული მათ შორის სასამართლოშიც. სასამართლო გაშეშებულია ვერაფერს აკეთებს“, - მიმართა კვიციანმა გომელაურს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)