|
2015-01-23 19:07:43, 6566 ნახვა
კომენტარი
გიორგი გაბაშვილი: ჭიკაიძის წასვლა პრობლემებს არ წყვეტს
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი გაბაშვილი ალექსანდრე ჭიკაიძეს უნიათო და არაკოპეტენტურ მინისტრად აფასებს. ამის შესახებ, გაბაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, შს სამინისტრო კრიმინალურ სამყაროსთან თანამშრომლობდა, რაც საზოგადოებას საფრთხეს უქმნის. „ალექსანდრე ჭიკაიძე იყო ერთ-ერთი უნიათო და არაკომპეტენტური მინისტრი ამ მთავრობიდან, ეს იყო მინისტრი რომლის ხელშიც შინაგან საქმეთა სამინისტრო არათუ ვერ ებრძოდა, არამედ მჭიდროდ თანამშრომლობდა კრიმინალურ სამყაროსთან და ფაქტიურად ქურდების გაცილების სერვისდად იქცა. კრიმინალი ფაქტიურად სახიფათოდ გაზრდილია და საზოგადოებას საკმაოდ ბევრ პრობლემას უქმნის. დაცულად დღეს თავს ვერავინ ვერ გრძნობს. შინაგან საქმეთა სამინისტრო ჭიკაიძის ხელში დაკავებული იყო მხოლოდ სტატისტიკის გაყალბებით და ეს იყო პასუხი ყველა პრობლემაზე, რომელიც დგას საზოგადოების წინაშე. ის იყო ერთ-ერთი სიმბოლო მართლაც ამ მთავრობის სტილისა, რომ ჭორაობებითა და შეთქმულების თეორიით უნდა რეალური პრობლემების გადაფარვა. ამ მინისტრს, ერთი წლის განმავლობაში ველოდებოდით პარლამენტში, რომ ყველა ამ საკითხზე შეკითხვა დაგვესვა და ის, მართლაც როგორც ერთ -ერთი სიმბოლო, სხვა უნიათო მინისტრებს შორის, მართლაც წასასვლელი იყო“, – აღნიშნა გაბაშვილმა. თუმცა, დეპუტატი მიიჩნევს, რომ ჭიკაიძის გადადგომა ქვეყანაში გაზრიდილ კრიმინალურ და ეკონომიკურ პრობლემებს ვერ მოაგვარებს. „მაგრამ იმ ფონზე როცა ლარი ჩამოიქცა, როცა ეკონომიკური პრობლემებია ქვეყანაში, როცა კრიმინალი სახიფათოდ გაზრდილია, როცა ხდება აფეთქებები, როცა ხდება შეკვეთილი მკვლელობები, ამ ფონზე, ერთი არაკომპეტენტური მინისტრის შეცვლა, რომელიც ბევრს არაფერს წყვეტდა დიდს არაფერს არს ცვლის. მთავარია, საქართველოში დასრულდეს ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური მმართველობა, რომელსაც ყველა ეს პრობლემა მოაქვს ამ ქვეყნისთვის. ასე რომ ჩვენ არ მივტირით ბატონ ჭიკაიძეს, რომელიც არაფრის გამკეთებელი იყო როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი, მაგრამ მისი წასვლა პრობლემებს არ წყვეტს და ბიძინა ივანიშვილის მმართველობის ხელში ქვეყანაში არაფერი მნიშვნელოვანი არ შეიცვლება“, – აცხადებს გიორგი გაბაშვილი.
საფრანგეთში არეულობის დროს დაახლოებით 1800 ადამიანი დააკავეს, ხოლო სასწრაფო დახმარების 500-ზე მეტი თანამშრომელი დაშავდა
ალბანეთში პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციები გრძელდება, პოლიცია კი რეზინის ტყვიებს იყენებს
პაპუაშვილი - რასაც საფრანგეთში ვუყურებთ, გვახსენებს, რომ სხვის ქვეყანაში ქარის დამთესი, საკუთარში ქარიშხალს მოიმკის
პოლონეთმა სამხედრო თვითმფრინავები დასავლეთ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმების ფონზე აფრინდა
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
რუსეთმა სლავიანსკს FAB-250-ით დაარტყა: მრავალსართულიანი შენობები დაინგრა, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)