|
2019-09-06 13:40:59, 1500 ნახვა
კომენტარი
გახარია ენმ-ის მიერ სხდომის შეწყვეტაზე: ეს არის სახე, როგორ იმარჯვებს სიმართლე სიცრუეზე [ვიდეო]
„აქ რაც ხდება, ეს არის ჩვეულებრივი სახე, როგორ იმარჯვებს სიმართლე სიცურეზე, რაც ეხლა აქ მოხდა“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტში ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ სხდომის შეწყვეტის შემდეგ განაცხადა. მან საკუთარ თანაგუნდელებს მიმართა და აღნიშნა, რომ 20 ივნისს ოპოზიციის წევრები პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში იყვნენ გამაგრებული და ელოდებოდნენ, როდის მოახერხებდნენ მოქალაქეები შენობაში შეჭრას. „ჩვენი მიზანი უნდა იყოს, რომ ყოველდღე სიმართლის საშუალებით ეს ხალხი ვამხილოთ. სხვა გზა ჩვენ არ გვაქვს. მაშინ, როდესაც ძალიან კარგად მახსოვს, 20 ივნისის ღამეს, ის ადამიანები აქ იყვნენ გამაგრებულები ამ დარბაზში და პირდაპირ ელოდებოდნენ, როდის შემოიჭრებოდა ის ხალხი აქ. ეს ერთი და მეორე - არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც იჯდნენ საათებით და ითვლიდნენ რაც უფრო მეტი მსხვეპრლი და დაშავებული იქნებოდა, ეს უნდოდათ გამოეყენებინათ მათი პოლიტიკური ინტერესების მისაღწევად. ამის საშუალება უბრალოდ არ უნდა მივცეთ კოლეგებო, ეს იქნება ჩვენი ძირითადი ამოცანა“, - მიმართა გახარიამ თანაგუნდელებს. შეგახსენებთ, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ სხდომა, სადაც პრემიერ-მინისტრობისა და მინისტრობის კანდიდატებისთვის უნდა მოესმინათ, შეწყდა. სხდომის შეწყვეტის გადაწყვეტილება თავად პარტიის წევრებმა მიიღეს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)