11:50 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-11 13:32:26, 317 ნახვა

პოლიტიკა
თამარ ბერუჩაშვილი ევროპელ კოლეგებს, აშშ-ს სახელმწფიო დეპარტამენტის, იაპონიის და ევროკომისიის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, თამარ ბერუჩაშვილმა 2015 წლის 9-10 ივლისს ხორვატიის ფორუმში მონაწილეობის ფარგლებში შეხვედრები გამართა თავის ევროპელ კოლეგებთან, ასევე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის, იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს და ევროკომისიის წარმომადგენლებთან.

საგარეო უწყების ინფორმაციით, ხორვატიის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, 10 ივლისს,  მინისტრი შეხვდა ხორვატიის პრემიერ-მინისტრის მოადგილეს და საგარეო საქმეთა მინისტრს ვესნა პუსიჩს. კოლეგასთან საუბრისას  ხაზი გაესვა  ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის არსებულ დინამიკას, განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე ხორვატიის გამოცდილების გაზიარებას. მინისტრებმა აღნიშნეს ეკონომიკის სფეროში თანამშრომლობის  პოტენციალი და მისი განვითარების აუცილებლობა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ხორვატ კოლეგას გააცნო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება, მათ შორის, ხორვატიის კონფერენციის დღის წესრიგის გათვალისწინებით, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ შექმნილ რთულ მდგომარეობაზე.

თამარ ბერუჩაშვილმა ვესნა პუსიჩი ნოემბერში საქართველოში გენდერული თანასწორობის საერთაშორისო კონფერენციაზე მონაწილეობის მიზნით დაპატიჟა.

კონფრენციის ფარგლებში მინისტრი ასევე შეხვდა მის ნორვეგიელ კოლეგას ბორგე ბრენდეს. შეხვედრაზე განიხილეს ნორვეგიასა და საქართველოს შორის თანამშრომლობის ძირითადი სფეროები. ისაუბრეს ბიზნეს და სავაჭრო ურთიერთობების განვითარების შესაძლებლობებზე.  მინისტრები შეთანხმდნენ წლის ბოლომდე მაღალი დონის ვიზიტების გაცვლაზე.

თამარ ბერუჩაშვილმა ხანმოკლე შეხვედრა გამართა მალის საგარეო საქმეთა მინისტრთან აბდულე დიოპთან. მინისტრმა მადლობა გადაუხადა ქართველ კოლეგას საქართველოს მონაწილეობაზე ევროკავშირის მისიაში მალიში.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ხორვატიაში ვიზიტის ფარგლებში 10 ივლისს შეხვდა ასევე აშშ-ს სახელწიფო დეპარტამენტის დელეგაციას, კერძოდ ევროპისა და ევრაზიის დახმარების კორდინატორს ალინა რომანოვსკის. ასევე ევროკომისარს კლიმატის ცვლილებებისა და ენერგეტიკის საკითხებში არიას კანეტეს.​





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
უკრაინამ უნგრეთში მოგზაურობის შესახებ გაფრთხილება გააუქმა
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics