|
2019-09-05 14:52:05, 1571 ნახვა
სამართალი
გომელაური პანკისის მოვლენებზე: ეს შეცდომა იყო, სახელმწიფოსაც და კომპანიასაც მოსახლეობასთან მეტი უნდა ემუშავათ
შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა ვახტანგ გომელაურმა დეპუტატების კითხვებს უპასუხა. ერთ-ერთი კითხვა პანკისში განვითარებულ მოვლენებს ეხებოდა. როგორც გომელაურმა აღნიშნა, ის რაც ხეობაში ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით მოხდა, ხელისუფლების შეცდომა იყო, რადგან სახელმწიფოსაც და კომპანიასაც მოსახლეობასთან მეტი უნდა ემუშავათ. „შინაგან საქმეთა სამინისტრო და უსაფრთხოების სამსახური არის ერთი ორგანიზმი, ამის გარეშე ვერც ერთი უწყება ვერ იფუნქციონირებს. რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობას, ვიღებთ ჩვენც, როგორც პანკისის ხეობაში, ასევე, 20 ივნისის თემაზე. ხაზს ვუსვამ - თუ რამე დაშავდა და გაფუჭდა, პანკისის თემაში, უნდა ჩარეულიყო პოლიცია და უნდა შესულიყო. მე შეიძლება უფრო მეტი შემეყვანა სპეცდანიშნულების რაზმი, ვიდრე ვთქვათ იქ იყო. მე ეს განვაცხადე და არა ის რომ, ჩვენ ვურჩიეთ და ამ ადამიანმა არ გაითვალისწინა, ან უწყებამ არ გაითვალისწინა. რა თქმა უნდა, ბევრი სამუშაო გვაქვს ჩასატარებელი. შეცდომა ის იყო, რომ უფრო მეტად უნდა გვემუშავა მოსახლეობასთან. არის სპეციფიკური ხეობა, სპეციფიკური რაიონი და აქედან გამომდინარე ეს შეცდომაა. მე არ ვიტყვი რომ ეს შსს-ს შეცდომა იყო ან სუს-ის, მთლიანად ხელისუფლების შეცდომა იყო. მანამდე უფრო მეტი უნდა გვემუშავა. ასევე, იმ კომპანიასაც რომელიც შესული იყო და უნდა აეშენებინა, თუმცა, როდესაც შედის კომპანია, უწვავენ ესკალატორს, უწვავენ ტექნიკას, ხელით ეხებიან მის თანამშრომლებს, რა თქმა უნდა, პოლიცია უდნა შესულიყო და უნდა დაეცვა. თავიდან არ შეუყვანია მას სპეცდანიშნულების რაზმები, შევიდა 30-35 კაცი. როცა დაიძაბა შემდეგ უკვე მეც ამას გავაკეთებდი და რა თქმა უნდა, შევიყვანდი სპეცდანიშნულების დანაყოფს“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
ტრამპის საპასუხოდ სადაც მან ნორვეგიას საპირფარეშო უწოდა, ქვეყნის ტურიზმის სააგენტომ დიდებული არქიტექტურის ტუალეტები აჩვენა
თბილისის მერია - გავრცელებულ ვიდეოში ასახული სამარხი განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)