|
2019-09-05 13:49:27, 8050 ნახვა
სამხედრო
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი მთავარი ამოცანა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაა
„ჩვენი მთავარი ამოცანა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაა“, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, სამინისტროში შემუშავებული თავდაცვის სტრატეგიული განვითარების დოკუმენტი და ტრანსფორმაციის გეგმა 2020 წლამდე თავდაცვის სისტემისა და თავდაცვის ძალების განვითარების მთელ რიგ ღონისძიებებს ითვალისწინებს და ის სრულ თანხვედრაშია ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მიერ გატარებულ თავდაცვისა და შეკავების პოლიტიკასთან. თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა ეროვნული თავდაცვის განვითარების პროცესში, ტოტალური თავდაცვის მიდგომის დანერგვაზე მუშაობას გააგრძელებს. ირაკლი ღარიბაშვილმა სიტყვით გამოსვლისას ქვეყნის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან - ამერიკასთან საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) განხორციელების მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნა. მან ყურადღება გაამახვილა საინჟინრო, ლოჯისტიკური, სპეციალური დანიშნულების ძალების, საჰაერო თავდაცვის, საჰაერო სატრანსპორტო, ჯავშანსაწინააღმდეგო, დაზვერვის, არტილერიის, მართვისა და კონტროლის, კავშირგაბმულობისა და კომპიუტერული სისტემების შესაძლებლობების, კიბერუსაფრთხოების, სტრატეგიული კომუნიკაციების სფეროების, ეროვნული გვარდიისა და, თანამედროვე მოთხოვნების გათვალისწინებით, სამხედრო განათლების სფეროს შემდგომ რეფორმირებაზე. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, განხორციელდება ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით გათვალისწინებული ინიციატივების იმპლემენტაცია. „როგორც ორმხრივი, ისე მრავალმხრივი ფორმატების გამოყენებით, ალიანსისგან მიღებული ეფექტიანი მხარდაჭერით, მიიღწევა ნატოსთან თავსებადობის მაღალი ხარისხი“, - აღნიშნა მან.
(NS)
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
ფესტივალი ZEIMI - ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)