|
2015-07-11 10:01:35, 413 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი: პასუხისმგებლიანი ოპონენტი ერთ მაგალითსაც ვერ მოიყვანს, რომ მთავრობა რომელიმე ინსტიტუტის დამოუკიდებლობაში ჩაერია
„პასუხისმგებლიანი ოპონენტი ვერც ერთ მაგალითს ვერ მოიყვანს, რომ მთავრობა რომელიმე ინსტიტუტის დამოუკიდებლობაში ჩაერია“,-ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გადაცემა 20/30-ში „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებეთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას საფრთხე ემუქრება, აბსურდია. „სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტი არის სასამართლო. სწორედ ბიძინა ივანიშვილის პრემიერობის დროს, ჩვენ დავიწყეთ სასამართლოს ინტიტუტებისადმი ნდობის აღდგენის პროცესი. უზენაესი სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ არაერთხელ აღნიშნა, რომ სასამართლო სწორედ ჩვენი ხელისუფლების დროს არის აბსოლუტურად დამოუკიდებელი. რაც შეეხება ეროვნულ ბანკს, ბატონმა ბიძინამ თქვა და მინდა გავიმეორო, რომ მთავრობის მხრიდან რამე სურვილი, რომ ყოფილიყო ეროვნული ბანკის საქმიანობის ჩარევაში, ამის საფუძველიც არსებობდა“,-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა და დასძინა, რომ ეროვნული ბანკი, წინა მთავრობის დროს „ქართუ ბანკის“ საქმიანობაში აგრესიულად ჩაერია.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)