|
2015-07-11 09:42:00, 484 ნახვა
პოლიტიკა
ღარიბაშვილი: პროკურატრურა რამდენიმე საქმის დახურვას და მოქალქეების სამართლიანობის აღდგენას აპირებს
„ვიცი, რომ პროკურატურა რამდენიმე საქმის დახურვას და მოქალაქეების სამართლიანობის აღდდგენას აპირებს“,-ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გადაცემა 20/30-ში განაცხადა. როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, 9 წლის განმავლობაში გასამართლებული 320 000 ადამიანი და მოქალაქეებისთვის მიყენებული მილიარდობით ზარალი არის რეალობა. „პროკურატურაში შექმნილია შესაბამისი დეპარტამენტი. ვიცი, რომ პროკურატურა ხვალ აპირებს რამდენიმე საქმის დახურვას და მოქალაქეების სამართლიანობის აღდგენას. ზარალი არის რამდენიმე მილიარდი დოლარის. სახელმწიფოს არ აქვს საშუალება, ერთი ხელის მოსმით, გაუაზრებლად აიღოს ამ თანხაზე ვალდებულება", - განაცხადა ღარიბაშვილმა. პრემიერის თქმით, ოპონენტებისთვის ადვილია საუბარი იმაზე, თუ რატომ არ აღდგა სამართლიანობა. მისივე განმარტებით, პროკურატურაში შესულია მოქალაქეების ათასობით საჩივარი, რომელსაც შესწავლა სჭირდება. "ჩვენ, ხელისუფლებაში უფრო მეტი მოგვეთხოვება, ვიდრე ჩვეულებრივ მოქალაქეებს, რადგან ჩვენ მათ ბედზე ვზრუნავთ. ჩვენ არ გვქონდა უფლება, უპასუხისმგებლოდ და პოპულისტურად მოვქცეულიყავით. ამიტომ, საჭირო იყო ამ პროცესის თანმიმდევრულად და ეტაპობრივად მართვა“,-აღნიშნა ღარიბაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)