02:38 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-03 15:21:57, 1685 ნახვა

კომენტარი
ვაშაძე: შევიკრიბოთ დღეს პარლამენტთან და ყველაფერი გავაკეთოთ, რომ ჯალათი გახარია არ გახდეს პრემიერი

"მოვუწოდებთ ჩვენს ყველა წევრსა და მხარდამჭერს, შევიკრიბოთ დღეს 19:00 საათზე პარლამენტთან და ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ გახარია, რომელიც ჯალათად გამოვიდა 20 ივნისს, არ მოხვდეს პრემიერ-მინისტრის პოსტზე", - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ პარლამენტთან ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ვაშაძემ აღნიშნა, ხელისუფლება საზოგადოებაში დაპირისპირებას ამძაფრებს.

"ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ საზოგადოებაში პოლიტიკური სამოქალაქო ომი გაგრძელდეს, ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ დაპირისპირება გაგრძელდეს. ამის მოთმენა უკვე აღარ შეიძლება. ერთი პროვოკაცია იცვლება მეორეთი. გახარიას წარდგენა პრემიერ-მინისტრის პოსტზე, ეს არის შეფუეთხება ჩვენი საზოგადოებისთვის, მთელი ოპოზიციური სპექტრისთვის და განსაკუთრებით, იმ ადამიანებისთვის, ვინც თავის კონსტიტუციურ უფლებებს და ქვეყნის ინტერესებს იცავდნენ 20 ივნისს. "ქართული ოცნების" ხელისუფლება არის განწირული და დაპირისპირებული საქართველოს მოქალაქეებთან. ყველაფერი უნდა გააკეთოს ოპოზიციამ, ყველაფერი უნდა გააკეთოს სამოქალაქო საზოგადოებამ, რომ გახარიას დამტკიცება პრემიერ-მინისტრად არ მოხდეს. კატეგორიულად მოვითხოვთ ხელისუფლებისგან, შეცვალეთ ეს კანდიდატურა. მოვუწოდებთ ჩვენს ყველა წევრსა და მხარდამჭერს, შევიკრიბოთ დღეს შვიდ საათზე პარლამენტთან და ხმამაღლა ვთქვათ, ჩვენი სათქმელი, რაც გვაქვს, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ გახარია, რომელიც ჯალათად გამოვიდა 20 ივნისს არ მოხვდეს პრემიერ-მინისტრის პოსტზე", - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics