14:59 - 27 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-03 11:30:23, 1741 ნახვა

კომენტარი
მაქარაშვილი: უფრო ხმამაღალი გახდება პროტესტი - ამ მთავრობას ლეგიტიმაცია დაკარგული აქვს და მალე უნდა წავიდეს

აქცია "სირცხვილიას" ერთ-ერთი ორგანიზატორი და სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი აცხადებს, რომ მოქალაქეების პროტესტი, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად გიორგი გახარიას წარდგენის შემდეგ, კიდევ უფრო ხმამაღალი გახდება. 

როგორც მაქარაშვილმა აღნიშნა, აქციები გაგრძელდება და მათში მონაწილეობას ძალიან ბევრი ადამიანი მიიღებს. 

"ჩვენ ვასრულებთ სიტყვას და სექტემბრის დადგომასთან ერთად კიდევ უფრო ავწიეთ ტემპერატურა. კიდევ უფრო ხმამაღალი გახდება ჩვენი პროტესტი, მითუმეტეს იმ ყველაფრის მერე რა რეალობაშიც ჩაგვაგდო ბიძინა ივანიშვილმა ამ გადაწყვეტილებით. გვყავს პრემიერობის ახალი კანდიდატი მის მიერ წარდგენილი. ჩვენ მივეჩვიეთ იმას, რომ ივანიშვილი ვისაც წარადგენს ერთხმად ემორჩილება მისი უმრავლესობა და არც არსებობს იქ განსხვავებული აზრი, რადგან ასე არიან ნაყიდები. ვიცით, რომ ამ კვირაში აპირებენ ახალი მთავრობის დაკომპლექტებას, ღარიბაშვილის მოყვანას, პრემიერად გახარიას დასვამს, გომელაურს დააბრუნებენ, ბუნებრივია ამას მოყვება კიდევ უფრო აგრესიული პროტესტი, მაგრამ ჩვენ კანონს არ დავარღვევთ. პარლამენტთან სამივე შესასვლელთან გვაქვს სირცხვილის კორიდორი მოწყობილი. დისკომფორტს შევუქმნით ამ ხელისუფლებას. ყველგან მივალთ, ყოველდღიურად ადამიანების რაოდენობა გაიზრდება და 20 სექტემბერს, როდესაც გვაქვს "ქუდზე კაცი" გამოცხადებული ვიტყვით, რომ ამ მთავრობას ლეგიტიმაცია დაკარგული აქვს და მალე უნდა წავიდეს", - განაცხადა აქტივისტმა "ტვ პირველის" ეთერში. 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
მახაშვილი - სერბეთის არჩევნების საკუთარ წარმატებად მონათვლა აჩვენებს, თუ რა ღრმა ილუზიებში იმყოფება ქართული არაკონსტიტუციური ოპოზიცია
კახა კალაძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე მოვლენებზე: ოპოზიცია სასამართლოს ტრიბუნას მხოლოდ პოლიტიკური განცხადებებისთვის იყენებს
კირცხალია - ჩვენი აზრით, უნდა გასამართლდეთ და აიკრძალოთ იმიტომ, რომ თქვენ შექმენით წამების, მკვლელობისა და რეკეტის ძალადობრივი სისტემა
ირანის ელჩი ქართულ კომპანიების ირანის გავლით ავღანეთის სავაჭრო ბაზარს სთავაზობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics