23:35 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-30 14:05:09, 778 ნახვა

რეგიონი
გიორგაძე: ზუგდიდში, დევნილებისთვის ბინების განაწილების საკითხზე აპლიკაციების მიღება იწყება

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ დევნილების გახშირებული შეჭრისა და ბინების განაწილების საკითხზე ბრიფინგი გამართა.

 მისი განცხადებით, სამინისტრომ უკვე დავიწყო საინფორმაციო კამპანია  ყველა იმ ღონისძიებებთან და აქტივობებთან დაკავშირებით, რომელიც  დევნილთა  განსახლების  მიმართულიებით  ხორციელდება.

მისივე განმარტებით, აპლიკაციების მიღება ზუგდიდის ბინებზე ორშაბათიდან იწყება. 

ამასთნ, უახლოეს მომავლში  განაცხადების მიღება  თბილისისა და ქუთაისის  ბინებზეც დაიწყება.

„ბოლო დროს,  საეჭვოდ  გააქტიურდნენ  პირები,   რომელთა  წაქეზებითა და  ხელშეწყობითაც  დევნილთა  გარკვეული  ჯგუფები აქტიურად   იჭრებიან  კერძო თუ სახელმწიფო  საკუთრებაში არსებულ ფართებში და  უკანონოდ   იკავებენ.  იძულებით გადაადგილებულმა პირებმა  კარგად იციან  N320 ბრძანებაში არსებული   ჩანაწერი, რომლითაც, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებები არ განხორციელდება იმ დევნილი ოჯახების მიმართ, რომლებიც თვითნებურად იკავებენ საცხოვრებელ ფართებს. დევნილებს,   რომლებიც  თვითნებურად, უკანონოდ  იჭრებიან   სხვის კერძო საკუთრებაში,   ვაფრთხილებთ, რომ მოხდება   მათთვის  დევნილის შემწეობის შეწყვეტა   და უარს მიიღებენ  ბინით დაკმაყოფილებაზე. მინდა, კიდევ ერთხელ მოგმართოთ  დევნილ მოსახლეობას,  ნუ აჰყვებით პროვოკაციულ მოწოდებებს ამა თუ იმ  ობიექტში შეჭრასთან დაკავშირებით,  რადგან  ყოველ ასეთ  შემთხვევას, მოჰყვება  კანონით  გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება.ნუ ენდობით მათაც,  ვინც  გარკვეული საფასურის  გადახდით, გპირდებათ  ბინის მიღებაში დახმარებას. გირჩევთ, ასეთი შეთავაზების შემთხვევაში,  დაუყოვნებლივ  მიმართოთ სამართალდამცავებს. მოგიწოდებთ, თავი შეიკავოთ   ასეთი ქმედებისგან  და  დაელოდოთ კომისიის გადაწყვეტილებას, რომელიც მუშაობას  სექტემბრის  დასაწყისში დაიწყებს. ჩვენი მხრიდან გპირდებით,   რომ ბინების განაწილების პროცესი  წარიმართება სრულიად გამჭვირვალედ და სამართლიანად“, - განაცხადა გრიგოლ გიორგაძემ.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics