|
2019-08-30 10:59:24, 2267 ნახვა
სამართალი
მეუღლისა და შვილების მიმართ ძალადობაში ბრალდებულს 4 წლით პატიმრობა მიესაჯა
ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მეუღლისა და არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილ ძალადობაში ბრალდებული მ.მ. დამნაშავედ ცნო. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ მ.მ. 2016 წლის 14 დეკემბრიდან - 2019 წლის 3 თებერვლამდე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, სისტემატურად სცემდა და ძალადობდა მეუღლის - ი.მ.-ს მიმართ. გარდა ამისა, გინებით, დამამცირებელი სიტყვებით სისტემატურად აშანტაჟებდა, შეურაცხყოფდა და ამცირებდა ცოლს და არასრულწლოვან შვილებს. სისტემატურმა ცემამ და სხვაგვარმა ძალადობამ, დაზარალებულების ფიზიკური ტკივილი, ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, ფსიქიკური ტანჯვა და ფსიქოლოგიური ტრავმა გამოიწვია. სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით ასევე დადასტურდა, რომ 2019 წლის 20 იანვარს, მ.მ.-მ, მის მიერვე დაწყებული კონფლიქტისას და შელაპარაკებისას, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, არასრულწლოვან შვილს სხეულის სხვადასხვა არეში ხელის დარტყმით ფიზიკური ტკივილი მიაყენა, ხოლო შვილის ძალადობისგან დაცვის მიზნით გასაშველებლად ჩარეულ მეუღლეს გულმკერდის არეში ხელი დაარტყა. სამართალდამცველებმა მ.მ. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 2019 წლის 3 თებერვალს დააკავეს. მას ბრალდება წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11'-126-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,კ" ქვეპუნქტით (არასრულწლოვნების თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ სისტემატური ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია), 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა, ბ, გ'' ქვეპუნქტებით (ორი ან მეტი პირის, ასევე არასრულწლოვნების მიმართ და არასრულწლოვნების თანდასწრებით მათივე ოჯახის წევრის მიმართ ოჯახში ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი და დამცირება) და 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა, ბ, გ'' ქვეპუნქტებით (ორი პირის მიმართ, არასრულწლოვნის მიმართ და არასრულწლოვნების თანდასწრებით ოჯახის წევრების მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია). ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ მ.მ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)