|
2019-08-30 10:23:53, 627 ნახვა
რეგიონი
ლაშა დარსალია: ქართული ბლოკპოსტის გაუქმების საკითხი არც კი განიხილება
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ლაშა დარსალიას განცხადებით, ქართული პოსტის გაუქმების საკითხი არც კი განიხილება. „ეს არის და ყოველთვის იყო საქართველოს ცენტრალური მთავრობის მიერ კონტროლირებადი ტერიტორია, რაც დაფიქსირებულია, მათ შორის, იგივე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ“, - განაცხადა დარსალიამ. დარსალიას განმარტებით, ს ხელისუფლება 24-საათიან რეჟიმში მუშაობს საერთაშორისო პარტნიორებთან, მიმდინარეობს მათი ინფორმირება, რათა გადაიდგას ვითარების დეესკალაციისთვის საჭირო ნაბიჯები. ცნობისთვის, ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი შეხვედრა ჩაიშალა. შეხვედრაზე ველა იმ ინციდენტზე უნდა ესაუბრათ, რაც ბოლო შეხვედრის შემდეგ კონფლიქტის ზონაში მოხდა. განსახილველ საკითხებს შორის იყო უკანონო ბორდერიზაცია გუგუტიანთკარში, ერედვში საოკუპაციო ძალების მიერ განდევნილი მოსახლეობის სახლების დანგრევის და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, საქართველოს მოქალაქეების დაკავების ფაქტები. ასევე, არჩილ ტატუნაშვილის წამებისა და მკვლელობის ფაქტი. ირაკლი ანთაძის განმარტებით, ოსურმა მხარემ მოითხოვა, ქართულ მხარეს ე.წ. სასაზღვრო ტერიტორიიდან გაეყვანა შეიარაღებული ფორმირებები და შეეწყვიტა უკანონო მშენებლობა. გარდა ამისა, ცენტრალური ხელისუფლების მიერ გაჟღერებული კონსტრუქციული შეთავაზებები არ იქნა გაზიარებული საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ. მისივე მტკიცებით, ცხინვალის წარმომადგენლებმა, საოკუპაციო ძალების მხარდაჭერით დაიჭირეს უკიდურესად დექსტრუქციული პოზიცია და შეხვედრა დატოვეს.
კმარა სუნთქვა აღარ შეგვიძლია - თურქეთში ათასობით ადამიანი ჟურნალისტების დაკავებების წინააღმდეგ გამოვიდა
სეს: სუნელ-სანელებლებში სუდანის ჯგუფის აზო-საღებავები გამოვლინდა
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
კობახიძე ღია რუსული პარტიების აკრძალვაზე უკრაინაში - პარტიების აკრძალვაზე არავის უთქვამს, რომ დემოკრატიის პრინციპს შეიძლება უკავშირდებოდეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)