|
2019-08-29 14:46:01, 2096 ნახვა
კომენტარი
ზურაბიშვილი ფრანგებს: ჩამოდით ოთხივე სეზონზე და დარწმუნდით, რომ ევროპული ქვეყანა ვართ
"გასულ წელს ჩვენს ახალ კონსტიტუციაში ჩავწერეთ, რომ ჩვენი მიზანია ევროკავშირში გაწევრიანება. ეს ევროპული მისწრაფება არაა ახალი, ეს არის ჩვენი გააზრებული და ცალსახად ნათელი ამოცანა", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში, მედეფის საერთაშორისო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრეზიდენტის თქმით, "საქართველო 5-მილიონი ევროპელის ქვეყანაა და ის დიდ ევროპულ ოჯახს უნდა დაუბრუნდეს". "საქართველო თავისი არსებობის დღიდან მისი იდენტობით ევროპულია: ეს არის კოლხეთი, სადაც იასონი და არგონავტები ოქროს საწმისს ეძებდნენ, ეს ჩანს ბერძნულ მითოლოგიაში. მეოთხე საუკუნიდან მოყოლებული, ეს არის ქრისტიანული ქვეყანა, რომელიც თავს მიიჩნევდა, როგორც ხიდს დასავლეთთან. ის გახლავთ ღვინის ცივილიზაციის აკვანი, ჩვენ გამოვედით პოსტსაბჭოთა სისტემიდან და არ დავუშვებ, რომ ვინმემ ან რამემ უკან დაგვაბრუნოს. საქართველო არის გზაჯვარედინი, ის არის ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება აქვს ევროკავშირთან და ჩინეთთან, მალე ექნება ინდოეთთანაც. საქართველოს აქვს პოტენციალი, გახდეს კონტინენტთაშორისი ინვესტიციების ჰაბი. ჩვენთვის საჭიროა ისეთი ფინანსური ინსტრუმენტის შექმნა, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს სრულყოფილად ვისარგებლოთ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით. მსოფლიოს ყველაზე მდიდარ ბაზარზე სრულფასოვანი წვდომის შესაძლებლობა ჩვენთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა. ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ, რომ რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება კიდევ უფრო შევამციროთ და ჩვენი დამოუკიდებლობის გასაძლიერებლად ბაზრის დივერსიფიცირება მოვახდინოთ. ჩვენ გვსურს ჩვენი მეწარმეებისათვის იყოს მეტი ევროპული ინვესტიცია, ჩვენს რეგიონებში იყოს მეტი ევროპელი ტურისტი, ჩვენს პროდუქციას ჰყავდეს მეტი ევროპელი მომხმარებელი! ჩამოდით საქართველოში და დარწმუნდით, რომ ჩვენ ევროპული ქვეყანა ვართ. ჩამოდით ამ ზაფხულს, ამ ზამთარს და ოთხივე სეზონზე", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)