10:11 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-10 14:25:47, 674 ნახვა

პოლიტიკა
ავადმყოფობის გამო, პლენარული სხდომის გაცდენის შემთხვევაში დეპუტატმა, ექიმის ცნობა უნდა წარადგინოს

დეპუტატებს საკომიტეტო და პლენარული სხდომების გაცდენა „ოჯახური მდოგმარეობის“ მიზეზით, საპატიოდ აღარ ჩაეთვლებათ.

ცვლილებას „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ პროექტი ითვალისწინებს, რომელსაც პლენარულ სხდომაზე განიცილავენ.

ინიციატორი საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტია.

ამასთან, როგორც აღნიშნული კომიტეტის თავჯდომარე გიორგი კახიანმა განაცხადა, ცვლილების თანახმად, დეპუტატებს, რომლებიც პლენარულ სხდომას ავადმყოფობის გამო გააცდენენ, მათ „ექიმის ფურცლის“ წარდგენა მოუწევთ.

გარდა ამისა, პარლამენტის წევრის სამსახურებრივი მივლინებაში ყოფნის ფაქტი, პარლამენტის წევრის მივლინების შესახებ უფლებამოსილი პირის ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტით უნდა დასტურდებოდეს, რომელიც გამოცემის თანავე მანდატურის სამსახურს უნდა გადაეცეს. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
ბრიუსელი ხარობს: უნგრეთი ორბანის დამარცხების შემდეგ ევროპის გულში ბრუნდება
ირანი აშშ-ს აფრთხილებს: ნებისმიერი საზღვაო ბლოკადა წარუმატებლობისთვისაა განწირული
თეთრი სახლი სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ ირანზე დარტყმების განახლების საკითხს განიხილავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics