|
2015-07-10 13:40:12, 751 ნახვა
სამართალი
შსს-მ ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავა
საქართველოში ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1985 წელს დაბადებული სულეიმან ოზთურქი დააკავეს. უწყების ინფორმაციით, აღნიშნული პირი ანკარის ინტერპოლის მიერ 11.06.2015 წლიდან წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე იძებნებოდა. „სულეიმან ოზთურქი დამნაშავედ არის ცნობილი თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N5237 კოდექსის 81/1, 35/2 და 62/1 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას ითვალისწინებს. 24.06.2009 წელს სულეიმან ოზთურქმა მასთან კონფლიქტში მყოფ პიროვნებას, ფიზიკური დაპირისპირებისას, თავის არეში მეტალის საგნით დაზიანება მიაყენა. საქართველოს შსს-ს თანამშრომლებმა დაკავებული დროებითი მოთავსების იზოლატორში შეასახლეს. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის მიერ სულეიმან ოზთურქს საექსტრადიციო პატიმრობა შეეფარდა და ამჟამად მის მიმართ კანონით გათვალისწინებული პროცედურები მიმდინარეობს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)