|
2019-08-27 17:14:15, 2297 ნახვა
სამართალი
„ოცნების“ დეპუტატი: გადავწყვიტე შოთა დიღმელაშვილს ცრუ ინფორმაციის გავრცელებისათვის ვუჩივლო
პარლამენტის წევრი „ქართული ოცნების“ ნინო წილოსანი აპირებს, რომ სამოქალაქო აქტივისტსა შოთა დიღმელაშვილს ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივლოს. ამის შესახებ „ოცნების“ დეპუტატმა facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა. მისივე განცხადებით, დიღმელაშვილმა „სირცხვილიას“ გადაცემაში ცრუ ინფორმაცია გაავრცელა იმის შესახებ, რომ დეპუტატი მფარველობს კომპანიას, რომელიც ქუთაისში სოციალურად დაუცველებისთვის სახლებს აშენებს. „გადავწყვიტე შოთა დიღმელაშვილს ცრუ ინფორმაციის გავრცელებისათვის ვუჩივლო, რადგან ერთხელ და სამუდამოდ პასუხი უნდა აგონ ცილისწამებისათვის. იმედი მაქვს, ეყოფა კეთილგონიერება და კონკრეტული ზომების მიღებამდე უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას და საჯაროდ ბოდიშს მოიხდის. ამ ნაბიჯს მხოლოდ ჩემი ინტერესების დასაცავად არ ვდგამ, ამ ქმედებით ყველა იმ მოქალაქეს ვცემ პატივს, ვინც მე ხმა მომცა და ნდობა გამომიცხადა. ინფორმაციისთვის: შოთა დიღმელაშვილმა გადაცემაში #სირცხვილია გაავრცელა ცრუ ინფორმაცია, თითქოს მე, ნინო წილოსანი “ვკრიშავ” (როგორი სოლიდურ/ჟურნალისტურ/პროფესიონალური ტერმინია) კომპანიას, რომელმაც ქუთაისში ააშენა უსახლკაროთათვის სახლები. #სირცხვილიაშოთა“, - წერს ნინო წილოსანი. აღსანიშნავია, რომ „ოცნების“ დეპუტატს თავად შოთა დიღმელაშვილი გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ „დეპუტატი ნინო წილოსანისა და მისი გულშემატკივრების მუქარა არის შეტევა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაზე, რაც მიზნად ისახავს სამოქალაქო სექტორის გაჩუმებას, რათა მათ სახელმწიფო შესყიდვებში არსებული პრობლემებისა და შესაძლო საპარლამენტო ლობირების შესახებ ხმამაღლა არ ისაუბრონ“.
ტრამპის საპასუხოდ სადაც მან ნორვეგიას საპირფარეშო უწოდა, ქვეყნის ტურიზმის სააგენტომ დიდებული არქიტექტურის ტუალეტები აჩვენა
თბილისის მერია - გავრცელებულ ვიდეოში ასახული სამარხი განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)