2019-08-27 13:32:41, 1554 ნახვა
რეგიონი
ფრიდონ ფუტკარაძე ჩანჩხალოს მოსახლეობას შეხვდა
შუახევის მერი ფრიდონ ფუტკარაძე დღეს, მოქალაქეებს როგორც ინდივიდუალურ, ასევე საერთო ფორმატში შეხვდა. გაეცნო ადგილობრივების საჭიროებებსა და პრობლემებს.
საერთო მიღებაზე ჩანჩხალოს მოსახლეობასთან ერთად განიხილა მოსახლეობის წინაშე არსებული პრობლემები, სოფლად არსებული მდგომარეობა და მიმდინარე საკითხები.
ფრიდონ ფუტკარაძემ ადგილობრივებს მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროექტებზე ესაუბრა და დაგეგმილი პროექტები გააცნო.

(NS)
ავტორი: ექსპრესნიუსი,