15:55 - 27 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-26 18:07:02, 2063 ნახვა

კომენტარი
ე.წ. პრეზიდენტი: საქართველო არ მაინტერესებს - მათ განცხადებებს ჩვენთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ საქართველოში დაბრუნების თაობაზე განცხადებას გამოეხმაურა. ინფორმაციას "სპუტნიკ აბხაზია" ავრცელებს.

როგორც ხაჯიმბამ აღნიშნა, ოკუპირებულ აფხაზეთს ჰყავს მეპატრონე - ეს რუსეთის ფედერაციაა. მანვე დასძინა, რომ "აფხაზეთი რუსეთთან თანამშრომლობს და ყველაფერი დანარჩენი უაზრო ლაპარაკია".

"იცით, ამ სიტუაციაში საქართველო მე არ მაინტერესებს. მათ განცხადებებს არავითარი მნიშვნელობა ჩვენი სახელმწიფოსთვის არ აქვს", - განაცხადა ე.წ. პრეზიდენტმა. 

ცნობისთვის, დღეს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს გამოეხმაურა. როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, რუსიფიკაციის პოლიტიკის გამო, აფხაზურ და ოსურ იდენტობას მძიმე საფრთხე ემუქრება. 

"დადგება დრო, როდესაც აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს ერთიან სახელმწიფო სივრცეში მშვიდობიანად დაბრუნდება. ჩემი უმთავრესი სურვილი და უდიდესი მიზანია, რომ ეს მოხდეს უახლოეს მომავალში, ჩემი პრეზიდენტობის ვადაში", - დასძინა მან. 

 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
მახაშვილი - სერბეთის არჩევნების საკუთარ წარმატებად მონათვლა აჩვენებს, თუ რა ღრმა ილუზიებში იმყოფება ქართული არაკონსტიტუციური ოპოზიცია
კახა კალაძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე მოვლენებზე: ოპოზიცია სასამართლოს ტრიბუნას მხოლოდ პოლიტიკური განცხადებებისთვის იყენებს
კირცხალია - ჩვენი აზრით, უნდა გასამართლდეთ და აიკრძალოთ იმიტომ, რომ თქვენ შექმენით წამების, მკვლელობისა და რეკეტის ძალადობრივი სისტემა
ირანის ელჩი ქართულ კომპანიების ირანის გავლით ავღანეთის სავაჭრო ბაზარს სთავაზობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics