2019-08-23 14:44:23, 1471 ნახვა
რეგიონი
ჯანდაცვის სამინისტრომ, ანაკლიაში მუსიკალური ფესტივალის დასრულებამდე სამედიცინო დახმარების პუნქტები გახსნა
ჯანდაცვის სამინისტრომ ანაკლიაში, ელექტრონული მუსიკის ფესტივალის დასრულებამდე, პირველადი სამედიცინო დახმარების 2 პუნქტი, სასწრაფო დახმარების 4 ეკიპაჟი და შესაბამისი აღჭურვილობის 1 რეანიმობილი განათავსა.
აღნიშნული, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა, ავთანდილ თალაკვაძემ ადგილზე დაათვალიერა.
მედპერსონალი ფესტივალის სტუმრებს, საჭიროების შემთხვევაში, პირველად სამედიცინო დახმარებას ადგილზე აღმოუჩენს, ჰოსპიტალიზაციას კი, იქვე განთავსებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი უზრუნველყოფს.
(NS)
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან