05:51 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-23 14:15:14, 2312 ნახვა

კომენტარი
ჩიხრაძე: ხელისუფლებამ მოარღვია ჩვენი საგარეო ფრონტი და რუსული აგრესიის წინააღმდეგ შიშველი ხელებით აღმოვჩნდით

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ სრულიად მოარღვია ჩვენი საგარეო ფრონტი და, მათივე არჩევანით, რუსული უკონტროლო აგრესიის წინააღმდეგ შიშველი ხელებით აღმოვჩნდით - ასე აფასებს ყოფილი პრეზიდენტის პოლიტიკური მრჩეველი ფიქრია ჩიხრაძე ხელისუფლების ქმედებებს გორის რაიონის სოფელ გუგუტიანთკარში მიმდინარე უკანონო ბორდერიზაციის მიმართ.

ჩიხრაძე აღნიშნავს, რომ ახლა პრემიერ-მინისტრის განცხადებებს არანაირი ფასი არ აქვს და ამ პროცესის საწინააღმდეგო რეალური ნაბიჯები წლების განმავლობაში უნდა გადადგმულიყო.

„დიდი მნიშვნელობა არცა აქვს დღეს მამუკა ბახტაძე რას განაცხადებს. ბევრი რამ ადრე უნდა გაკეთებულიყო და განეცხადებინათ, მაგრამ ეს არ გაკეთებულა. ყველამ ვიცით, რომ ძალიან მალე, მამუკა ბახტაძე აღარ იქნება პრემიერ-მინისტრის პოსტზე და დღეს ამ განცხადებებს, მითუმეტეს არა აქვს არანაირი მნიშვნელობა. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ სრულიად მოარღვია ჩვენი საგარეო ფრონტი. სამწუხაროდ, მათივე არჩევანით ჩვენ აღმოვჩნდით, პრაქტიკულად, რუსული უკონტროლო აგრესიის წინააღმდეგ პირისპირ, შიშველი ხელებით და მაინცდამაინც ბევრი მექანიზმი არა გვაქვს რეაგირებისათვის. ის რომ საზღვრისპირა რეგიონში ჩვენს მოსახლეობას განსაკუთრებული პირობები უნდა შექმნოდათ, რომ ბორდერიზაციის შემთხვევაში ეს ოჯახები დაქცეული კი არ იყოს, არამედ მათ ჰქონდეთ მყარი საფუძველი იმისა, რომ ეს ტერიტორიაც შეინარჩუნონ, გამყოფი ზოლიც ემსახურებოდეს იმ ამბავს, რომ ზოლს იქით მყოფ მოსახლეობას ჰქონდეს განცდა, რომ ბევრად უკეთესად ცხოვრობს ზოლს აქეთ მყოფი მოსახლეობა. ჩვენ ეს პირობები ამდენი წლის განმავლობაში უნდა შეგვექმნა“, - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ TV პირველთან საუბრისას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics