18:32 - 24 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-21 23:34:05, 816 ნახვა

რეგიონი
აღდგენილი „რვაფეხა“ თორნიკე რიჟვაძემ პრემიერ-მინისტრთან ერთად დაათვალიერა

ბათუმის ბულვარში მდებარე „რვაფეხას" სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. ძველი სახით აღდგენილი კაფე „ფანტაზია" დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ დაათვალიერეს.

„რვაფეხას" რეაბილიტაცია ფონდი «ქართუს» მიერ განხორციელდა. კაფე „ფანტაზიას" („რვაფეხას") მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები  2017 წლის მაისში დაიწყო. რვაფეხას რეაბილიტაციაზე მხატვარ-რესტავრატორმა ილია ფესვიანიძემ იმუშავა.

კაფე „ფანტაზია" ბათუმის ბულვარში 1981 წელს გაიხსნა და მალევე იქცა ბათუმის სავიზიტო ბარათად. მოზაიკით მოპირკეთებული შენობა არქიტექტორ გიორგი ჩახავას და მხატვარ ზურაბ კაპანაძის ესკიზის მიხედვით შეიქმნა.

„რვაფეხას" შეუნარჩუნდა ძველი იერსახე. რეაბილიტაციის ფარგლებში ხელახლა დამზადდა ფიგურები.  ნაგებობის წყლისგან დაცვისთვის საიზოლაციო სამუშაოები ჩატარდა და მოეწყო მოზაიკა.

სამუშაოების ფარგლებში, ძველი, დაზიანებული იატაკი, თავდაპირველად არსებული დეკორატიული იატაკით შეიცვალა. მიმდებარე ტერიტორიაზე აღდგა შადრევანი და მოეწყო მისასვლელი ბილიკები.
NS





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
კობახიძე ღია რუსული პარტიების აკრძალვაზე უკრაინაში - პარტიების აკრძალვაზე არავის უთქვამს, რომ დემოკრატიის პრინციპს შეიძლება უკავშირდებოდეს
კობახიძე – საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელი ეხება ერთი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადებას, ამ პარტიას ჰქვია კოლექტიური „ნაცმოძრაობა“
კობახიძე – არავის აქვს უფლება, ჩაერიოს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში, რასაც ცდილობენ ბიუროკრატები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics