|
2015-07-09 20:41:48, 319 ნახვა
პოლიტიკა
დავით ბაქრაძემ ვაშინგტონში ორმხრივი შეხვედრები გამართა
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ შეხვედრა გამართა ამერიკელ კონგრესმენებთან-ჯონში მკუსთან(რესპუბლიკური პარტია), უილიამ კიტინგთან (დემოკრატიულიპარტია), ტედ პოსთან(რესპუბლიკურიპარტია) და მაიკლ ტერნერთან (დემოკრატიულიპარტია). ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ ევროინტეგრაციის სამინისტროდან აცნობეს. მათივე ცნობით, შეხვედრები ამერიკის შერთებულ შტატებში სახელმწიფო მინისტრის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში 7-8 ივლისს გაიმართა. დავით ბაქრაძემ კონგრესმენებს ინფორმაცია მიაწოდა ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის, ასევე, სხვადასხვა სფეროში განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმების შესახებ. თავის მხრივ, კონგრესმენებმა დაადასტურეს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების ურყევი მხარდაჭერა და ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მომავალშიც მზადაა აქტიურად განაგრძოს აღნიშნულ პროცესში საქართველოს დახმარება და ხელშეწყობა. შეხვედრებზე, ასევე, ხაზგასმით აღინიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მუდმივად იყო და იქნება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდამჭერი. კონგრესმენებმა განსაკუთრებული მადლიერება გამოხატეს საერთაშორისო უსაფრთხოების ოპერაციებში საქართველოს, როგორც ნატო-ს არაწევრი ქვეყნის მიერ შეტანილი წვლილისათვის. „გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ გვაქვს ორმხრივი თანამშრომლობის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები, ველით პროგრესს და შესაბამისად, მხარდაჭერას ამერიკის შეერთებული შტატებისგან საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების რეალიზაციის თვალსაზრისით. ვიღებთ მნიშვნელოვან ფინანსურ დახმარებებს, მათ შორის, საქართველოს ევროინტეგრაციის მხარდაჭერის კუთხით.“ -განაცხადა დავით ბაქრაძემ კონგრესში გამართული შეხვედრების დასრულების შემდეგ. უწყების ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, 8 ივლისს, დავით ბაქრაძემ, ასევე, შეხვედრა გამართა გერმანიის მარშალის ფონდის პრეზიდენტთან კარენდ ონფრიდთან. მხარეებმა საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე- ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესზე ისაუბრეს და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს. სამუშაო ვიზიტის დასასრულს, დავით ბაქრაძემ ვაშინგტონში მონაწილეობა მიიღო ატლანტიკური საბჭოს ორგანიზებით მრგვალი მაგიდის ფორმატით გამართულ დისკუსიაში. ღონისძიებას საერთაშორისო კვლევითი ინსტიტუტების წარმომადგენლები და პოლიტოლოგები ესწრებოდნენ. სახელმწიფო მინისტრმა საქართველოს საგარეო-პოლიტიკურ პრიორიტეტებზე-ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესზე, საგარეო გამოწვევებსა და საფრთხეებზე ისაუბრა. დავით ბაქრაძემ სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა 2016 წელს ვარშავაში დაგეგმილი ნატო-ს სამიტისთვის მზადების პროცესსა და მოლოდინებზე. სიტყვით გამოსვლის შემდეგ სახელმწიფო მინისტრმა დისკუსიის მონაწილეების შეკითხვებს უპასუხა. „განვიხილეთ საკითხების ძალიან ფართო სპექტრი. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მეგობრებთან ერთად ვისაუბროთ იმ კონკრეტულ პერსპექტივებზე, რაც საქართველოს ევროატლანტიკური ნტეგრაციას აქვს, ასევე, იმ საკითხებზე, რომელიც უკავშირდება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობის დაარსებულ გამოწვევებს. ამ საკითხებზე მნიშვნელოვანია ვიცოდეთ ჩვენი მეგობრების პოზიცია. ჩვენ მივიღეთ ბევრი ძალიან კარგი რჩევა, ვიკამათეთ აქტიურ რეჟიმში, რაც არის ძალიან ჯანმრთელი პროცესი. საქართველო ატლანტიკური საბჭოს შეხვედრაზეც იყო ძალიან მნიშვნელოვანი განხილვის საგანი და ასე იქნება მომავალშიც, ამერიკის შეერთებულ შტატებში, თუ ევროკავშირის წევრი ქვეყნების დედაქალაქებში“ -აღნიშნა ბაქრაძემ. ამერიკის შეერთებული შტატებიდან დავით ბაქრაძე სამუშაო ვიზიტით კანადაში გაემგზავრება, სადაც ორმხრივ შეხვედრას გამართავს კანადის საგარეო საქმეთა მინისტრთან რობ ნიკოლსონთან. ტორონტოში, ასევე, დაგეგმილია სახელმწიფო მინისტრის შეხვედრა სტრატეგიული კვლევითი ინსტიტუტების წარმომადგენლებთან. ღონისძიება ატლანტიკურ საბჭოში გაიმართება.
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
ბრიუსელი ხარობს: უნგრეთი ორბანის დამარცხების შემდეგ ევროპის გულში ბრუნდება
ირანი აშშ-ს აფრთხილებს: ნებისმიერი საზღვაო ბლოკადა წარუმატებლობისთვისაა განწირული
თეთრი სახლი სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ ირანზე დარტყმების განახლების საკითხს განიხილავს
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)