2019-08-21 11:24:58, 708 ნახვა
რეგიონი
გუგუტიანთკარში ე.წ. ბორდერიზაციის შემდეგ, სარწყავი სისტემა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მოექცა
გორის რაიონის სოფელ გუგუტიანთკკარში საოკუპაციო ძალების მხრიდან უკანონო ბორდერიზაცია განახლდა.
მესაზღვრეები ე.წ. „საზღვრის“ გასწვრივ მწვანე ბოძებს ამაგრებენ, სადაც შემდგომ რკინის ღობე უნდა გაებას.
გავრცელებული ინფორმაციით, სოფლის მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი სარწყავი სისტემის ნაგებობა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მოექცა.
შეგახსენებთ, რომ სოფელ გუგუტიანთკარში პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე და პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე გუშინ, უკანონო ბორდერიზაციის დაწყებიდან ორ კვირაში ჩავიდნენ.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან