14:42 - 22 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-09 18:08:09, 558 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრმა აჭარის მთავრობის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს სამუშაო შეხვედრა გამართა აჭარის მთავრობის მეთაურთან, არჩილ ხაბაძესთან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან, დავით ბალაძესთან.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე აჭარის რეგიონში მიმდინარე  პროექტები განიხილეს და ბოლო ორი კვარტლის მონაცემები შეაჯამეს. საუბარი შეეხო ტურისტული სეზონის საკითხებს და მასთან დაკავშირებულ  სიახლეებს. აჭარის მთავრობის წარმომადგენლებმა პრემიერ–მინისტრს საინვესტიცო პროექტებზე ინფორმაცია მიაწოდეს.

შეხვედრას მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებსა და ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი გიორგი ამაშუკელი  დაესწრო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სანდრო მამუკელაშვილის დებიუტი NBA-ში ლეიკერსის მაისურით
ისწავლე ხელოვნური ინტელექტი საქართველოს ბანკის სრული დაფინანსებით
თიბისი, ბიზნესებს, 70 000₾-მდე დაფინანსებას სთავაზობს, 0%-იანი საპროცენტო განაკვეთით
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics