15:03 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-09 16:13:52, 599 ნახვა

ეკონომიკა
ირინა მილორავა: ლარის კურსთან დაკავშირებული ცვლილება თბოელექტროსადგურების ტარიფზე აისახება

ლარის კურსთან დაკავშირებული ცვლილება თბოელექტროსადგურების ტარიფზე ასახვას ჰპოვებს, - ამის შესახებ პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ ირინა მილორავამ განაცხადა.

რაც შეეხება ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფის მოსალოდნელ ზრდას, მილორავას განმარტებით, ამ ეტაპზე რაიმე პროგნოზის გაკეთება მისი მხრიდან სწორი არ იქნება.

"კომისიაში შემოსულია თბოელექტროსადგურების სატარიფო განაცხადები, რომლის განხილვაც 15 ივლისს იგეგმება. სატარიფო განაცხადის წარმოდგენის საფუძველად კომპანიამ ლარის კურსის ცვლილება მიუთითა. ჩვენ თბოელექტროსადგურების ელექტროენერგიის წარმოების ტარიფს ვიხილავთ. წარმოების ტარიფში ბუნებრივი გაზის ხარჯის კომპონენტი წარმოდგენილია 99%-ით. თავისთავად ცხადია, ეს იმას ნიშნავს, რომ ლარის კურსთან დაკავშირებული ცვლილება თბოელექტროსადგურების ტარიფზე ასახვას ჰპოვებს. რაც შეეხება სამომხმარებლო ტარიფს, ამასთან დაკავშირებით სატარიფო განაცხადი კომპანია "ენერგო პრო ჯორჯიას" მიერ აპრილის თვეშია წარმოდგენილი. აღნიშნული განაცხადის განხილვისთვის და გადაწყვეტილების მიღებისთვის 150 დღე გვაქვს. ვფიქრობთ, ამ თვის ბოლომდე შესაძლებელია ამ ნაწილშიც მივიღოთ გადაწყვეტილება, თუმცა წინასწარი შეფასების გაკეთება აბსოლიტურად არასწორი და არაკორექტული იქნება, რადგან კომისია კოლეგიალური ორგანოა და ამ შემთხვევაში გადაწყვეტილებას სამი ადამიანი იღებს. როგორი იქნება გადაწყვეტილება სამომხმარებლო ტარიფთან დაკავშირებით, დღეს ამის პროგნოზირება სწორი არ იქნება", - განაცხადა ირინა მილორავამ.

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ პარლამენტს კომისიის საქმიანობის წლიური ანგარიში წარუდგინა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის საელჩო: ქართველ ხალხთან ერთად, პატივს მივაგებთ 9 აპრილს დაღუპულებს
ბექა დავითულიანი ქალ აქტივისტს ფიზიკურად გაუსწორდა
ირანის სახელმწიფო მედია: ირანმა ჰორმუზის სრუტე დაკეტა
ლიეტუვის საგარეო: 1989 წლის ტრაგიკულ მოვლენებს ვიხსენებთ, 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას აღვნიშნავთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics