|
2019-08-20 11:03:29, 1711 ნახვა
სამართალი
ზურაბ ჯაფარიძის ანგარიშები დაყადაღებულია - ის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას არ აპირებს
პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის ანგარიშებს ინკასო მას შედეგ დაედო, რაც მას „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ უჩივლეს. საქმე ეხება ჯაფარიძის 2015 წლის 17 თებერვალს ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გაკეთებულ განცხადებას, როდესაც მან ორგანიზაცია მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სახელს დაუკავშირა. როგორც „გირჩის“ ლიდერმა აღნიშნა, „ახალგაზრდა ადვოკატები“, პირადად ღარიბაშვილის მიერ მართული ორგანიზაციაა. ორგანიზაციამ ეს განცხადება ცილისწამებად შეაფასა. მათივე მტკიცებით, ამის გამო ორგანიზაციას ზიანი მიადგა და ერთ-ერთმა დონორმა მასთან თანამშრომლობაც შეაჩერა, რის შემდეგაც მომსახურებისათვის განსაზღვრული 5050 ლარი ვერ მიიღეს. ორგანიზაციამ ჯაფარიძეს სასამართლოში უჩივლა. ჯაფარიძის განცხადებით, დავა საქალაქო სასამართლოში მოიგო, თუმცა, არ ჰქონდა ინფორმაცია, რომ ორგანიზაციამ სააპელაციოში გაასაჩივრა. „მეორე ინსტანციაში სხდომაზე არ ვყოფილვარ არც მე, არც ჩემი წარმომადგენელი, და ახლა, 2019 წელს, უკვე დაბერებული ადვოკატების სარჩელი დაუკმაყოფილებია მეორე ინსტანციის სასამართლოს", — წერს ჯაფარიძე facebook-ის საკუთარ გვერდზე. ჯაფარიძე ამბობს, რომ ჯარიმის გადახდას არ აპირებს. ასევე, არ აპირებს ინფორმაციის უარყოფას. მომესაჯა „იმედის“ ეთერში გავრცელებული ინფორმაციის უარყოფა + 300 ლარიანი ჯარიმა. ჯარიმის გამო ინკასო დაადეს ჩემ ანგარიშებს. ჰოდა: ჯარიმას ჩემი ნებით არ გადავიხდი. ინფორმაციის უარყოფას არ ვაპირებ. მეტიც, ისევ ისე ვარ დარწმუნებული რომ ეს ორგანიზაციაა ოცნების შნირია“, - წერს ჯაფარიძე.
ტრამპის საპასუხოდ სადაც მან ნორვეგიას საპირფარეშო უწოდა, ქვეყნის ტურიზმის სააგენტომ დიდებული არქიტექტურის ტუალეტები აჩვენა
თბილისის მერია - გავრცელებულ ვიდეოში ასახული სამარხი განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)