15:02 - 09 Apr, 2026
|
2015-07-09 16:04:40, 542 ნახვა
ეკონომიკა
ოთარ დანელია: სამხრეთ კორეის მხრიდან ქართული ღვინის ექსპორტთან დაკავშირებით ინტერესი იზრდება
სამხრეთ კორეის მხრიდან ქართული ღვინის ექსპორტთან დაკავშირებით ინტერესი იზრდება, - ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ განუცხადა. მისი განმარტებით, საქართველოს მთავრობა მზადაა ამ პროცესს ხელი შეუწყოს. "სამხრეთ კორეაში ღვინის ექსპორტი საქართველოდან ახლაც ხორციელდება. რაოდენობა არ არის ძალიან დიდი, დაახლოებით 50 ათასი ბოთლი, თუმცა ინტერესი იზრდება. ძალიან ბევრი ტრეიდერი მოდის და ინტერესდება ქართული ღვინით. შესაბამისად, ჩვენ ამ მიმართულებით ვმუშაობთ და ხელს შევუწყობთ ამ ურთიერთობის გაღრმავებას", - განაცხადა ოთარ დანელიამ.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)