17:20 - 24 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-16 18:22:27, 1227 ნახვა

რეგიონი
„გონიოში ოკუპაციას ვერ გრძნობთ?!“ - გორის მერიასთან საპროტესტო აქცია იმართება

ანტისაოკუპაციო მოძრაობისა და აქცია „სირცხვილიას“ წარმომადგენლები გორის მერიასთან საპროტესტო აქციას მართავენ.

აქციის მონაწილეები  მერის, კონსტანტინე თავზარაშვილის განცხადებას აპროტესტებენ, რომლის თანახმადაც, ის სოფელ გუგუტიანთკარში შვებულების დასრულების შემდეგ ჩავა.

დემონსტრანტებს ადგილზე სხვადსხვა შინაარსის ბანერები აქვთ მიტანილი:  "რა დროს დასვენებაა, ხალხი ყოველდღე სახლს კარგავს", "გონიოში ოკუპაციას ვერ გრძნობთ", "სირცხვილია" და "რუსეთი ოკუპანტია".

გარდა ამისა, აქციის მონაწილეები დღეს  სოფელ მეტეთის საგუშაგოსთან იყვნენ და გუგუტიანთკარში შესვლას ცდილობდნენ, თუმცა პოლიციამ მათ შესვლის უფლება არ მისცა.

შეგახსენებთ, რომ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარში ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი განაახლეს. მავთულხლართების გაბმის შედეგად,  გუგუტიანთკარში საოკუპაციო ხაზს იქით რაზმაძეებისა და გუგუტიშვილების სახლები მოხვდა. ომის დროს დაზიანებული სახლებიდან ნივთების გასატანად საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, რაზმაძეების და გუგუტიშვილების ოჯახებს სამდღიანი ვადა მისცეს.  დღეს კი, საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ გუგუტიანთკარში თბილისში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები ჩავიდნენ და ადგილზე იხილეს საოკუპაციო ძალების მიერ ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესი და შექმნილი რთული ჰუმანიტარული ვითარება.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
კობახიძე ღია რუსული პარტიების აკრძალვაზე უკრაინაში - პარტიების აკრძალვაზე არავის უთქვამს, რომ დემოკრატიის პრინციპს შეიძლება უკავშირდებოდეს
კობახიძე – საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელი ეხება ერთი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადებას, ამ პარტიას ჰქვია კოლექტიური „ნაცმოძრაობა“
კობახიძე – არავის აქვს უფლება, ჩაერიოს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში, რასაც ცდილობენ ბიუროკრატები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics