|
2019-08-12 15:52:36, 1383 ნახვა
კომენტარი
პაატა სალია - ქიბარ ხალვაში „რუსთავი 2“-ს იმიტომ ყიდის, რომ ტელეკომპანია არ გაკოტრდეს
კომპანიაში ყველა ფაქტობრივი და სამართლებრივი ვითარებაა შექმნილი, რომ გაკოტრების რეჟიმში იყოს, მაგრამ ჩვენ ამ ნაბიჯს შეგნებულად არ ვდგამთ, - ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ტელეკომპანიის მფლობელმა ქიბარ ხალვაშმა გასხვისების გადაწყვეტილება „რუსთავი 2“-ის გაკოტრების თავიდან ასაცილებლად მიიღო. „კომპანიაში უმძიმესი მდგომარეობაა. არის ძალიან დიდი ოდენობის ვალები, რომელთა გადახდის ვადა მოსულია. პირველივე დღიდან, ჩემთან არ წყდება სატელეფონო ზარები, ელექტრონული წერილები, კანცელარიაში შემოსული წერილები, რომლებიც გვამცნობენ, რომ კრედიტორები კუთვნილ დავალიანებას ითხოვენ და თუ უმოკლეს ვადაში - ერთ კვირაში, ათ დღეში, არ იქნება გადახდილი, მიმართავენ სასამართლოს. მოგეხსენებათ, ეს არის ძალიან რთული ახალი მენეჯმენტისთვის და ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ, რომ ყველასთან დავარეგულიროთ ეს ურთიერთობები. მიუხედავად იმისა, რომ დღეის მდგომარეობით, კომპანიაში ყველა ფაქტობრივი და სამართლებრივი ვითარებაა შექმნილი, რომ კომპანია გაკოტრების რეჟიმში იყოს, ჩვენ ამ ნაბიჯს შეგნებულად არ ვდგამთ. ეს ჩვენ არასდროს არ გვიფიქრია, რომ რუსთავი 2 გაკოტრდება. სწორედ ამისთვის, ეს რომ არ მოხდეს, ქიბარ ხალვაშმა მიიღო ეს გადაწყვეტილება“, - განაცხადა პაატა სალიამ. ცნობისთვის, დღეს „რუსთავი 2“-ის 100%-იანი წილის მფლობელმა ქიბარ ხალვაშმა განაცხადა, რომ ტელეკომპანიას ყიდის.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)