|
2019-08-12 15:41:22, 1522 ნახვა
კომენტარი
სალია: გვარამიას მიერ „რუსთავი 2“-სთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით სასამართლოს მივმართავთ
ნიკა გვარამიას მიერ „რუსთავი 2“-სთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით სასამართლოს მივმართავთ, - ამის შესახებ ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. სალია დარწმუნებულია, რომ კომპანია გაკოტრებამდე სწორედ მისი ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ქმედებებმა მიიყვანა. „ამ გადაწყვეტილებამდე ქიბარ ხალვაში კომპანიაში შექმნილმა უმძიმესმა ფინანსურმა მდგომარეობამ მიიყვანა, რაც ჩვენი აზრით, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში კომპანიის ყოფილი გენერალური დირექტორის მიზანმიმართული მოქმედებების შედეგადაა გამოწვეული. ამასთან დაკავშირებით ჩვენ, რა თქმა უნდა, გვაქვს ჩვენი მოსაზრება, მტკიცებულებები და დასკვნები. საბოლოოდ, ამასთან დაკავშირებით, ჩვენ დასკვნები გვექნება იმ აუდიტორული დასკვნის მომზადების შემდგომ, რომელიც უნდა განხორციელდეს კომპანიაში, შესწავლილ იქნას არსებული ვითარება. თუმცა, დღეის მდგომარეობით, ვინაიდან 20 დღეზე მეტია კომპანიის დოკუმენტაციას ვეცნობი, პარალელურად იმისა, რაც ვახორციელებთ ყველანაირ მოქმედებას რაც აუცილებელია კომპანიის შეუფერხებელი მოქმედებისათვის, ძალიან ბევრი დეტალი გამოვლინდა, რომელიც პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ აქ ადგილი შესაძლოა ჰქონდეს მიზანმიმართულ მოქმედებას კომპანიის ინტერესების საწინააღმდეგოდ. 2015 წლიდან, არ ვიცით ეს ხელოვნურად, თუ ბუნებრივად, ეს დადგინდება აუდიტორული დასკვნით, კომპანიის შემოსავლები მნიშვნელოვნად მცირდებოდა მაშინ, როდესაც იზრდებოდა კომპანიის ხარჯები, აბსოლუტურად დაუსაბუთებლად. ათეულ მილიონობით ლარის ზარალის არსებობის პერიოდში, კომპანიის მენეჯმენტი იღებდა ასეულ ათასობით პრემიას, რაც სხვა ნორმალურ სიტუაციაში, სხვა კომპანიასი აბსოლუტურად წარმოუდგენელია. არის ხელშეკრულებები დადებული რომლის წაკითხვისას გაგიჩნდებათ ეჭვი, რომ მეორე მხარის ინტერესი უფრო მეტია, ვიდრე რუსთავი 2-ისა. მაგალითად, ვხედავთ დავალიანებას გარკვეული იურიდიული პირების მიმართ რაღაც მომსახურების სანაცვლოდ და ვერავინ მეუბნება, სად არის ეს მომსახურება და, თუნდაც, კვლევები, რომელთა სანაცვლოდ დაახლოებით 600 ათასი ლარია გადახდილი. ყველაფერი ეს გვაძლევს იმ ეჭვის საფუძველს, რომ კომპანიის გაკოტრება მიზანმიმართულად ხდებოდა. ჩვენ აუცილებლად მივმართავთ სასამართლოს, კომპანიის გენერალური დირექტორის მიერ წლების განმავლობაში მისი ფიდუციური ვალდებულებების დარღვევის გამო, კომპანიისადმი მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საზოგადოებამ დოკუმენტურად დადასტურებულად გაიგოს, რომ არაფერ შუაშია ყადაღები და მთავარი იყო მიზანმიმართული მოქმედება კომპანიის ინტერესების წინააღმდეგ“, - განაცხადა პაატა სალიამ. შეგახსენებთ, დღეს „რუსთავი 2“-ის 100%-იანი წილის მფლობელმა ქიბარ ხალვაშმა განაცხადა, რომ ტელეკომპანიას ყიდის.
მახაშვილი - სერბეთის არჩევნების საკუთარ წარმატებად მონათვლა აჩვენებს, თუ რა ღრმა ილუზიებში იმყოფება ქართული არაკონსტიტუციური ოპოზიცია
კახა კალაძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე მოვლენებზე: ოპოზიცია სასამართლოს ტრიბუნას მხოლოდ პოლიტიკური განცხადებებისთვის იყენებს
კირცხალია - ჩვენი აზრით, უნდა გასამართლდეთ და აიკრძალოთ იმიტომ, რომ თქვენ შექმენით წამების, მკვლელობისა და რეკეტის ძალადობრივი სისტემა
ირანის ელჩი ქართულ კომპანიების ირანის გავლით ავღანეთის სავაჭრო ბაზარს სთავაზობს
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)