|
2015-07-09 09:54:01, 595 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს 24-25 აგვისტოს, 57 ქვეყნის მაღალი რანგის დელეგაცია ეწვევა
თბილისი 24-25 აგვისტოს აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის მოლაპარაკებათა პირველ რაუნდს უმასპინძლებს. საქართველოს 57 ქვეყნის მაღალი რანგის სტუმრები და ახლად დაფუძნებული ბანკის გენერალური მდივანი ეწვევიან. ინფორმაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა მიაწოდა. ახალი ბანკის სადამფუძნებლო დოკუმენტს ხელი 28-29 ივნისს, პეკინში მოეწერა. ბანკი მიზნად ისახავს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას და მისი კაპიტალი დაახლოებით 500 მილიარდი დოლარი იქნება. საქართველოს ფინანსთა მინისტრს ჩინეთში გამართული ორმხრივი შეხვედრებისას დაუდასტურეს, რომ საქართველო მათთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული ქვეყანაა და მზად არიან, როგორც ახალი ბანკის, ისე სხვა ინსტიტუტების მეშვეობით ხელი შეუწყონ ქვეყნის ინფრასტრუქტურის განვითარებას, განსაკუთრებით კი აბრეშუმის გზის პროექტის განხორციელებას. ნოდარ ხადურმა მთავრობის წევრებს ასევე მიაწოდა ინფორმაცია, რომ სამხრეთ კორეა ქართული ღვინის ექსპორტით დაინტერესდა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)