15:02 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-09 09:42:09, 621 ნახვა

ეკონომიკა
გიორგი კაკაურიძე: მთავრობა საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციებს ძალიან კარგად გაეცნო

ფინანსთა მინისტრის მოადგილის გიორგი კაკაურიძის განცხადებით, მთავრობა საერთაშორისო  სავალუტო ფონდის რეკომენდაციებს ძალიან კარგად გაეცნო.

ასე უპასუხა კაკაურიძემ ჟურნალისტების კითხვას - „გაითვალისწინა თუ არა ხელისუფლებამ ბიუჯეტის კორექტირებისას სავალუტო ფონდის რეკომენდაციები, რომელიც ხარჯების მნიშვნელოვან შემცირებას ითვალისწინებდა.“

მისი თქმით, სავალუტო ფონდის მთავარი რეკონდაციები საბიუჯეტო  დეფიციტის შემცირებას ეხებოდა.

„დამიჯერეთ სავალუტო ფონდის რეკომენდაციები ძალიან კარგად გვაქვს გავლილი. მთავარი რეკომენდაციები იყო არა უბრალოდ ხარჯების, არამედ საბიუჯეტო დეფიციტის შემცირება. ჩვენ შინაარსობრივად შევცვალეთ ხარჯები და საბოლოო ჯამში გვაქვს საბიუჯეტო დეფიციტი 3%-ის ფარგლებში. ბიუჯეტის ახალი ფისკალური პარამეტრები სავალუტო ფონდთანაც შეთანხმებული გვაქვს“,-განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

ამასთან, როგორც კაკაურიძემ აღნიშნა, მთავრობამ  საგადასახო შემოსავლების დასაბალანსებლად ახალი წყაროები მოიძია.

„ხარჯების მნიშვნელოვანი კლება არ ხდება. ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლების შემცირება იწვევს საგადასახადო  შემოსავლების შემცირებას და შესაბამისად, ჩვენ მოვიძიეთ ალტერნატიული წყაროები იმისთვის, რომ დანაკლისი რაც საგადასახადო შემოსავლების შემცირებით მივიღეთ დავაბალანსოთ. ეს არის მეოთხე თაობის ლიცენზიები. დამატებითი გრანტები და შემოსავლების სხვა წაყროები. რაც შეეხება ექსპერტების მოსაზრებას, შესაძლოა ზოგიერთ ექსპერტს სურს, რომ პენსია არ გავცეთ ან სოციალური პროგრამები შევამციროთ. თუმცა, ამას რა თქმა უნდა არ დავუშვებთ. რაც მცირდება ხარჯვით ნაწილში ეს დაახლოებით 160 მილიონიანი შემცირებაა. სრულიად საკმარისია და ადეკვატურია იმისთვის, რა საჭიროებებიც უდგას ბიუჯეტს, რომ მოემსახურს საგარეო ვალდებულებებს, ასევე სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ მიმართოს თანხები“,-განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის საელჩო: ქართველ ხალხთან ერთად, პატივს მივაგებთ 9 აპრილს დაღუპულებს
ბექა დავითულიანი ქალ აქტივისტს ფიზიკურად გაუსწორდა
ირანის სახელმწიფო მედია: ირანმა ჰორმუზის სრუტე დაკეტა
ლიეტუვის საგარეო: 1989 წლის ტრაგიკულ მოვლენებს ვიხსენებთ, 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას აღვნიშნავთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics