|
2015-07-09 09:34:42, 445 ნახვა
პოლიტიკა
ავსტრიის პარლამენტმა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ხელმოწერილი ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა
ავსტრიის რესპუბლიკის ეროვნულმა საბჭომ (პარლამენტმა), გუშინ, პლენარულ სხდომაზე, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ხელმოწერილი ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა. როგორც „ექსპრესნიუსს“ საგარეო უწყებიდან აცნობეს, რატიფიცირების საკითხზე მომხსენებელი ავსტრიის რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს (პარლამენტის) წევრი კლაუდია დურხშლაგი (ავსტრიის სახალხო პარტია - ÖVP) იყო. რატიფიცირების პროცესს ავსტრიის რესპუბლიკის ევროპის, ინტეგრაციის და საგარეო საქმეთა ფედერალური მინისტრი სებასტიან კურციც დაესწრო. ბატონმა კურცმა გამოსვლაში ხაზი გაუსვა საქართველოსთან ავსტრიის თანამშრომლობის დიდ მნიშვნელობას და აღნიშნა რომ, საქართველოსთან ხელმოწერილ ასოცირების შეთანხმებას ეს ურთიერთობები თვისობრივად მაღალ დონეზე აჰყავს. აღნიშნული შეთანხმება, ავსტრიის რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს (პარლამენტის) საგარეო პოლიტიკის კომიტეტმა, ა.წ. 30 ივნისს დაამტკიცა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)