|
2019-08-09 21:06:12, 1478 ნახვა
სამართალი
„ერთგვერდიანი იდიოტიზმია!“ - ნიკა გვარამიამ ბრალის დადგენილება დახია
„რუსთავი 2“-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ, გენერალური პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ, ბრალის დადგენილება დახია. როგორც მან აღნიშნა, ბრალი, რომელიც მას გააცნეს, ერთგვერდიანი და სამარცხვინოა. „ბრალი არის კონტრაქტის დადებაზე, ეს არის კატასტროფული სამარცხვინობა. ერთგვერდიანი ბრალი მაქვს, თუ რატომ დადო კონტრაქტი დირექტორმა. წარმოდგენილი გაქვთ ხალხო, რას აკეთებს საერთოდ და რას იხილავს საქართველოს პროკურატურა და როგორ ასაბუთებს, რაც მთავარია, ვერც კერავს საქმეებს. ეს სამარცხვინო საქციელი იქნება ძალიან მკაცრად დასჯილი. არც წაკითხვას ვაპირებ ამ იდიოტიზმის. ეს არის სამარცხვინო. რაც გულუაშვილმა გააკეთა, ტყუილი ფაქტების და ჭორაობის, აბსოლუტურად ტყუილად ბრალში არ მყოფი ეპიზოდის ბრიფინგზე მოყოლა დაუჯდება პატიმრობად, აუცილებლად. ყველა ვინც ამ საშინელებებს აკეთებს, ჩაჯდება ციხეში. აი, ბიძინა ივანიშვილი, შეიძლება გარიგებით გაეთრეს ამ ქვეყნიდან, მაგრამ ეს ნაგლეჯები, იმისთვის რომ პოლიტიკურ პატიმრებს იჭერენ და ასრულებენ უკანონო დავალებებს, უკანონო დავალების შემსრულებელი ყველა პროკურორი, გამომძიებელი, მოსამართლე ყველა, აუცილებლად მოხვდება ციხეში. არავის არ ვაპატიებ საქართველოში პუტინის სტილით პოლიტიკური პატიმრების გაჩენას. უზურპატორი უნდა წავიდეს და ის წავა აუცილებლად!“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ. შეგახსენებთ, ნიკა გვარამიას პროკურატურა სსკ-ის 220-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება (საწარმოში ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენება ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის გამორჩენის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია).
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)