10:14 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-08 20:03:05, 356 ნახვა

პოლიტიკა
ხიდაშელი: სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის პოზიცია მაშინ დავინახეთ, როდესაც რუსეთთან ე.წ. ხელშეკრულების გაფორმების დროს სამოქალაქო წინააღმდეგობა იყო

თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი „როიტერის“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტს გამოეხმაურა, სადაც საუბარია, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოსახლეობა დაცულად გრძნობს თავს, როდესაც საზღვრებს რუსული ძალები აკონტროლებენ.

ხიდაშელის განცხადებით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის პოზიცია მაშინ გამოჩნდა, როდესაც რუსეთთან ე.წ. ხელშეკრულების გაფორმების დროს გამოსვლები და სამოქალაქო წინააღმდეგობა იყო.

თავდაცვის მინისტრი ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტის განცხადებასაც გამოეხმაურა, რომლის თანახმად, რუსეთთან ერთობლივი სამხედრო ძალების შექმნა იგეგმება.

ხიდაშელის თქმით, ოკუპირებულ რეგიონს რუსეთთან ერთობლივი სამხედრო ძალები არ სჭირდება, რადგან მათ უკვე საკმარისი რუსული ძალები ჰყავთ.

„რუსეთთან ერთობლივი სამხედრო ძალები არ სჭირდება ე.წ. სამხრეთ ოსეთის „დამოუკიდებელ სახელმწიფოს“, რადგან მათ უკვე საკმარისი რუსული ძალები ჰყავთ. სამხრეთ ოსეთი აღარ არსებობს ისეთი, როგორიც ის ოდესმე ყოფილა. ეს არის ერთი დიდი რუსული სამხედრო ბაზა, რომელსაც ემსახურება ყველა სხვა დანარჩენი, ვინც იქ ცხოვრობს. შესაძლოა ვიღაც კმაყოფილია, რადგან ხელფასი აქვს იმით, რომ რუსულ სამხედრო ბაზას ემსახურება. მაგრამ სინამდვილეში მოსახლეობა კმაყოფილია თუ არა იმ მდგომარეობით რომელშიც ისინი არიან, ეს ყველაზე კარგად ჩვენ დავინახეთ მაშინ, როდესაც სამხრეთ ოსეთში იყო ძალიან სერიოზული, პირველად მთელი ამ ხნის განმავლობაში გამოსვლები და სამოქალაქო წინააღმდეგობა იმ ცნობილი ე.წ. ხელშეკრულების გაფორმების დროს, რაც სამხრეთ ოსეთს და რუსეთს შორის დაიდო. ამიტომ ასე არ ვფიქრობ, რომ იქ ყველა ბედნიერია. ის ხალხი ვინც მუშაობს რუსეთის სამხედრო ბაზაზე, აქვს ხელფასი და აქვს გადარჩენის შესაძლებლობა, ალბათ ამბობს, რომ კმაყოფილია, მაგრამ ეს არ არის სამხრეთ ოსეთში მოსახლეობის განწყობა და ეს რომ ჩემი აზრი არაა, დადასტურდა იმ დღეებში, როდესაც სამხრეთ ოსეთის ე.წ. ხელისუფლებას იმ გადაწყვეტილების ადვილად მიღება გაუჭირდა, იმიტომ რომ მათ სერიოზული წინააღმდეგობა შეხვდათ. ეს წინააღმდეგობა არაა საკმარისი იმისთვის, რომ ასეთი ცუდი ამბები არ მოხდეს, მაგრამ ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ  გვჯეროდეს, მოსახლეობის დაბრუნება იქ შესაძლებელია“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
ბრიუსელი ხარობს: უნგრეთი ორბანის დამარცხების შემდეგ ევროპის გულში ბრუნდება
ირანი აშშ-ს აფრთხილებს: ნებისმიერი საზღვაო ბლოკადა წარუმატებლობისთვისაა განწირული
თეთრი სახლი სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ ირანზე დარტყმების განახლების საკითხს განიხილავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics