|
2019-08-09 13:36:17, 1053 ნახვა
კომენტარი
პრემიერი - შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გარეშე წარმოუდგენელია ვისაუბროთ ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებაზე
მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გარეშე წარმოუდგენელია ჩვენ ვისაუბროთ ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მრავალეროვნული სამხედრო სწავლების „მტკიცე სული/Agile Spirit 2019"-ის დახურვის ოფიციალურ ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა დასავლელ პარტნიორებს, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში ისინი შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებას მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობენ. „პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს იმ მტკიცე და თანამიმდევრული მხარდაჭერისათვის, რომელსაც ისინი უწევენ ჩვენს ქვეყანას დემოკრატიული განვითარებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ასევე მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო სწავლება „მტკიცე სული/Agile Spirit 2019"-ის ორგანიზატორებს - საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობასა და აშშ-ის ევროპის სარდლობას ასეთი მნიშვნელოვანი წვრთნების ორგანიზებისთვის. საქართველოსთვის ძალიან საპატიოა სწავლების იმ ციკლში მონაწილეობა, რომელსაც აშშ-ის ევროპის სარდლობა აწარმოებს. ეს ჩვენთვის კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები მტკიცე და უმნიშვნელოვანეს მხარდაჭერას უცხადებენ საქართველოს, რასაც ჩვენ დიდად ვაფასებთ. ჩვენმა ქვეყანამ უკვე მეცხრედ უმასპინძლა ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებას, რომელიც ამჯერად „მტკიცე სული 2019"-ის სახელით მოეწყო. ასეთი სწავლებები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სულ უფრო გვაახლოებს ნატოსთან და ზრდის ალიანსთან ჩვენი ქვეყნის თავსებადობის დონეს. მნიშვნელოვანია, რომ წლევანდელ მრავალეროვნულ სწავლებაში ნატოს წევრი და პარტნიორი 14 ქვეყნის 3000-ზე მეტმა სამხედრომ მიიღო მონაწილეობა, და თითოეული ეს ქვეყანა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უპირობო ქომაგია, ისევე როგორც ჩვენს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდამჭერი", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)