17:52 - 03 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-08 18:56:30, 558 ნახვა

კომენტარი
თინა ხიდაშელი: თავდაცვის სამინისტროში წამებაში ეჭვმიტანილების ადგილი არ არის

თავდაცვის სამინისტროში წამებაში ეჭვმიტანილი ადამიანების ადგილი არ არი, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ჟურნალისტებს პოლკოვნიკ სერგო  თეთრაძის მეუღლესთან და მის ადვოკატთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.

როგორც ხიდაშელმა აღნიშნა, თეთრაძის მეუღლის მიერ მისთვის გადაცემულ სიაში რამდენიმე ადამიანზეა საუბარი და მათი დიდი ნაწილი უწყებაში აღარ მუშაობს.

„რამდენი ადამიანზეა საუბარი.  ამ სიიდან მნიშვნელოვანი ნაწილი აღარ მუშაობს უწყებაში. მათ შორის ჩემი მინისტრობის პირობებში წავიდა რამდენიმე მათგანი. იცით, რომ მე ეს შეხვედრები დღეს არ დამიწყია. გასულ  კვირას რამდენიმე ადამიანს შევხვდი, რომელთაგან კონკრეტული ინფორმაცია მივიღე. ეს ჩემი ცხოვრების პრინციპია  და ამ პრინციპს არ დავარღვევ, არავითარი კავშირი არა აქვს ამას იმასთან თუ სად ვარ დღეს. ამ სამინისტროში არცერთი ადამიანი არ დარჩება ვისი აქ მუშაობაც შესაძლოა ზიანს აყენებდეს სამინისტროს პრესტიჟსა და ღირსებას. ადამიენები, რომელიც ეჭვმიტანილინი არიან წამებაში, ან ჰქონდათ ინფორმაცია სამინისტროს შენობაში წამების შესახებ და ამ ინფორმაციას მალავდნენ საკუთარი კეთილდღობის გამო, იმიტომ, რომ მათთან ვინმეს რაიმე პრობლემა არ ჰქონოდა. ასეთი ადამინების ადგილი  აქ არაა იმიტომ, რომ ისინი ხვალაც და ზეგაც  საფრთხის მომტანნი იქნებიან უწყებისათვის. თავდაცვის სამინისტროში, ჯარში არ შეიძლება იყოს ხალხი,  რომლის წინაც ადამიანს აწამებენ და მას ეშინია ამაზე იმოქმედოს, ასეთი ადამიანი ბრძოლაში არ გამოგვადგება“,-განაცხადა თინა ხიდაშელმა.

თუმცა, მისივე თქმით, უნდა დამტკიცდეს, რომ ეს ხალხი მართლაც ფლობდა ინფორმაციას წამებასთან დაკავშირებით.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მეუფე ილარიონის თქმით, სინოდზე ასაკის ცენზზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, განათლებაზე არ უმსჯელიათ
წყნეთში, სკვერში დენის დარტყმის შედეგად გარდაცვლილი მოზარდის ოჯახი მომხდარზე პასუხისმგებლობას კალაძეს აკისრებს
მედვედევი: დროა, შევწყვიტოთ ტოლერანტული დამოკიდებულება მეზობლების EU-ში გაწევრიანების მიმართ
პაპუაშვილი მოლდოვის ყოფილ პრეზიდენტ დოდონს და პრორუს დეპუტატებს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics