11:21 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-09 11:08:50, 1377 ნახვა

სამართალი
პოლიციამ გათამაშებაში მოგებული ავტომობილიდან წილის გამოძალვისთვის 4 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტისა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქუთაისში დანაშაულებრივი დაჯგუფების 4 წევრი დააკავეს.

როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, სასამართლოს განჩინების საფუძველზე,  გამოძალვის ბრალდებით  დაკავებულები არიან: 1977 წელს დაბადებული, წარსულში ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისთვის ნასამართლევი, ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი  ბ.ს. (მეტსახელად „თეთრონი“), 1978 წელს დაბადებული, წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი, ასევე, კრიმინალური ავტორიტეტი დ. კ. (მეტსახელად „ჩინა“), 1991 წელს დაბადებული მ.ე. (მეტსახელად „ბუთა“) და 1983 წელს დაბადებული დ. ჯ.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებული პირები ჯგუფურად, დიდი ოდენობით შემოსავლის უკანონოდ მიღების მიზნით, დაშინებით, ფიზიკური ანგარიშსწორებისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით,  1994 წელს დაბადებულ მოქალაქეს უკანონოდ სძალავდნენ ონლაინ ტოტალიზატორში მოგებული ავტომანქანის - „ტოიოტა ლენდკრუიზერ პრადოს“ ღირებულების ერთ მესამედს - 10 000 აშშ დოლარს.

გამოძიება დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით ჯგუფურად ჩადენილ გამოძალვის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის  მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
უილსონი - დიქტატორ ხამენეის დაკრძალვაზე ამერიკის ყველაზე უარესი მოძულეები იკრიბებიან, ოცნების ყალბი პრეზიდენტი ყაველაშვილი ცერემონიალზე დასწრებას გეგმავს
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
თინა ბოკუჩავა – მქონდა ძალიან სერიოზული სინდისის ქენჯნა, რომ ხაბეიშვილის შეცვლის მიზეზად დასახელდა ჯანმრთელობის მდგომარეობა, რაც არ იყო რეალური
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics