05:25 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-08 18:38:52, 609 ნახვა

სამართალი
საია ხელისუფლებას პატიმრის გარდაცვალების საქმის სწრაფად გამოძიებისაკენ მოუწოდებს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია გლდანის #8 დაწესებულებაში პატიმრის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და ხელისუფლებას მომხდარის სწრაფი, ობიეტური და ყოველმხრივი გამოძიებისაკენ მოუწოდებს.

საია მიიჩნევს, რომ ამ მიზნით, სასურველია, გამოძიება იმთავითვე აწარმოოს არა იმ უწყებამ, სადაც ჩადენილია სავარაუდო დანაშაული (სასჯელაღსრულების სისტემა), არამედ მისგან დამოუკიდებელმა უწყებამ (პროკურატურამ), რათა ინტერესთა კონფლიქტის რისკი სრულად გამოირიცხოს.

„გავრცელებული ინფორაციით 1980 წელს დაბადებულმა დ.თ.-მ, რომელიც განთავსებული იყო 6-კაციან საკანში, საპირფარეშოში, წინასწარი მონაცემებით, სუიციდი განახორციელა. გარდაცვლილი ბრალდებული თანასაკნელებმა აღმოაჩინეს. ამასთან, ახლობლების ინფორმაციით, შემთხვევა მას შემდეგ მოხდა, რაც პატიმარს გამომძიებელი შეხვდა.  საქმე სსკ 115-ე მუხლითაა აღძრული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

საია მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია ამ და სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მომხდარ ყველა სხვა შემთხვევასთან დაკავშირებით, სადაც შესაძლოა იკვეთებოდეს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები, უზრუნველყოფილ იქნეს მიუკერძოებელი და ყოველმხრივი გამოძიება. ამ მიზნით, სასურველია, გამოძიება იმთავითვე აწარმოოს არა იმ უწყებამ, სადაც ჩადენილია სავარაუდო დანაშაული (სასჯელაღსრულების სისტემა), არამედ მისგან დამოუკიდებელმა უწყებამ (პროკურატურამ), რათა სრულად გამოირიცხოს ინტერესთა კონფლიქტის რისკი.

ამასთან, პროკურატურამ დაზარალებულის უფლებამონაცვლედ დაუყოვნებლივ უნდა ცნოს  გარდაცვლილი პიროვნების ახლო ნათესავი, რათა დაინტერესებულ პირს მიეცეს საშუალება, სიღრმისეულად იყოს ინფორმირებული და ადევნოს თვალი ძიების მიმდინარეობას. ამავე დროს აუცილებელია, შესაბამისმა უწყებებმა გაატარონ მსგავს ფაქტებზე მიმდინარე გამოძიებების შედეგების შესახებ საზოგადოების სისტემატური და პროაქტიული ინფორმირების პოლიტიკა.

იმ შემთხვევაში თუ დამოუკიდებელი და ყოველმხრივი გამოძიების შედეგად დადგინდება, რომ ადგილი ჰქონდა არა დანაშაულს, არამედ თვითმკვლელობას პატიმრის მხრიდან, მნიშვნელოვანია ყველა ასეთი საქმე დეტალურად იქნეს გაანალიზებული და შესწავლილი რათა პასუხი გაეცეს კითხვას: შესაძლებელი იყო თუ არა მომხდარი ტრაგედიის პრევენცია.

საია მიიჩნევს, რომ სასჯელაღსრულების სისტემაში მოქმედი სუიციდის პრევენციის პროგრამის არსებობა უაღრესად მნიშვნელოვანი და მისასალმებელია, თუმცა ასევე მნიშვნელოვანია, გარკვეული პერიოდულობით მოხდეს აღნიშნული პროგრამის ეფექტურობის შეფასება როგორც სასჯელაღსრულების სამინისტროს, ასევე გარე დამკვირვებლების მხრიდან“, - ნათქვამია საიას განცხადებაში.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics