|
2019-08-08 17:25:59, 1362 ნახვა
კომენტარი
პროკურორი: ვახტანგ წერეთელმა კითხვებზე ძირითადად გვიპასუხა, რომ „არ ახსოვს“
ვახტანგ წერეთელმა კითხვებზე ძირითადად პასუხი გაგვცა, რომ „არ ახსოვს“ და მისი შემხებლობა ამ კომპანიებთან შემოიფარგლებოდა მხოლოდ იმით, რომ ეს იყო ოჯახის ბიზნესი, - ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ საქმის პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში, „ტვ პირველის“ დამფუძნებლის დაკითხვის შემდეგ განაცხადა. როგორც პროკურორმა აღნიშნა, გამოძიებას წერეთელთან ლეგიტიმური შეკითხვები ჰქონდა. „მოგეხსენებათ, ბატონი ვახტანგ წერეთელი სოციალურ მედიაში ავრცელებდა რიტორიკულ შეკითხვას, თუ რატომ არ ხდებოდა მისი დაკითხვა და მიუხედევად იმისა, რომ ჩვენ ეს პიროვნება სასამართლოში დავკითხეთ, ძირითადად მან პასუხი გაგვცა, რომ არ ახსოვს. ასე ვთქვათ, მისი ძირითადი შემხებლობა ამ კომპანიებთან შემოიფარგლებოდა მხოლოდ იმით, რომ ეს იყო მათი ოჯახის ბიზნესი. ჩვენ ვახტანგ წერეთელთან გვქონდა ლეგიტიმური შეკითხვები, ვინაიდან ის წარმოადგენდა „სამგორი M“-ის და „სამგორი თრეიდის“ წილის მფლობელს. შეგახსენებთ, ეს ის კომპანიებია, რომელზეც მოხდა ამ თანხების სესხად გაცემა, შესაბამისად, ჩვენ გვქონდა შეკითხვები ამ ტრანზაქციებთან დაკავშირებით“, - განაცხადა პროკურორმა. რაც შეეხება წერეთელის ფარულ მოსმენასთან დაკავშირებულ კითხვას, ტყეშელაშვილმა ასე უპასუხა: „განცხადებები სატელეფონო მოსმენების შესახებ იმ კონტექსტში, რა კონტექსტშიც ავრცელებდა ვახტანგ წერეთელი სოციალურ მედიაში ინფორმაციას, არასწორი ინტერპრეტაცია და სიცრუეა. თუ რატომ ხდებოდა ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება ამაზე გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ვერ ვისაუბრებ“, - განაცხადა არჩილ ტყეშელაშვილმა. გარდა ამისა, ჟურნალისტებმა მას ვახტანგ წერეთლის მამის, ავთანდილ წერეთლის მიმართ შესაძლო სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზეც ჰკითხეს, რაზეც პროკურორმა განაცხადა, რომ წინასწარი პროგნოზების გაკეთება შეუძლებელია. „სამართლებრივად არასწორია წინასწარ პროგნოზების გაკეთება საქმეზე რა მოხდება და როგორ მოხდება. ასეთი პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია“, - აღნიშნა ტყეშელაშვილმა.
თბილისში, ძმის ქორწილში ახალგაზრდა კაცი მოკლეს
ელისაშვილი არჩილ გორდულაძეს - ამოვგლიჯავ ენას, ხომ არ გონია 13 წელი ვიქნები ციხეში
სახალხო დამცველი პარლამენტს მოუწოდებს არ მიიღონ აზარტული თამაშების კანონში ცვლილებები
სს კრედო ბანკმა, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, $10 მილიონის დამატებითი პირველადი კაპიტალის (AT1) კერძო ობლიგაციები განათავსა
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)