|
2019-08-08 17:02:20, 1136 ნახვა
კომენტარი
ადვოკატი: ამ საქმეში ვატო წერეთელის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი ვერ დადგება
„TV პირველის“ დამფუძნებლის, ვატო წერეთელის ადვოკატი კახა წერეთელი დარწმუნებულია, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი ვერ დადგება. რაც შეეხება გამოკითხვის დეტალებს, ადვოკატმა აღნიშნა, საქმის დეტალებზე ვერ ისაუბრეს, რადგან გამოკითხვის დასრულების შემდეგ მან და მისი დაცვის ქვეშ მყოფმა გაუთქმელობის ხელწერილს მოაწერეს ხელი. „დეტალებზე საუბრისგან შეზღუდულები ვართ, ერთი ის შემიძლია გითხრათ, რომ შეკითხვები შეეხებოდა 10-11 წლის წინ განხორციელებული კონკრეტული ტრანზაქციის დეტალებს. ხელი გვაქვს მოწერილი, რომ გამოკითხვის დეტალების გახმაურებისგან თავს შევიკავებთ. დღეს, გამოკითხვის დასრულებისთანავე მოვაწერეთ ხელი, ეს არის გამოძიების უფლება, გაგვაფრთხილეს, ამიტომ, დეტალებზე ვერ ვისაუბრებ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ საქმეში ვახტანგ წერეთელის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი ვერ დადგება“, - განაცხადა კახა წერეთელმა. ცნობისთვის, ვახტანგ წერეთელი დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში „თიბისი ბანკის“ საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაიკითხა. პროკურატურა „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს - მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ჯგუფურად, 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავება, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)