07:22 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-08 16:38:25, 1080 ნახვა

კომენტარი
წერეთელი - საქმეს არც მომჩივანი ჰყავს და არც დაზარალებული, რაც ძალიან დიდ ეჭვს აჩენს

„TV პირველზე“ იყო კონკრეტული შემოტევები, ამიტომაც ყოველთვის ვფიქრობ, რომ ყველაფერი უკავშირდება სავარაუდოდ, ამ ტელევიზიას, - ამის შესახებ ტელეკომპანიის დამფუძნებელმა ვახტანგ წერეთელმა თბილისის საქალაქო სასამართლოში, დაკითხვის შემდეგ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, „თიბისი ბანკის“ საქმეს, რომლის ფარგლებშიც მისი დაკითხვა მოხდა, არც მომჩივანი ჰყავს და არც დაზარალებული.

„ერთი კითხვის დასმა ვცადე. მაინტერესებდა, ვინ იყო დაზარალებული ან მომჩივანი მხარე, რაზეც ვერც პასუხი მივიღე და მოსამართლემაც გამაჩერა, რომ აქ არ მქონდა უფლება კითხვების დასმის. ამ საქმეს არც დაზარალებული ჰყავს, არც მომჩივანი. იმ ქვეყანაში, სადაც ამდენი გამოუძიებელი საქმეა, 11 წლის წინანდელ საქმეზე, სადაც არც დაზარალებული ჰყავთ, არც მომჩივანი მხარე ჰყავთ, ეს არის ძალიან დიდი ეჭვი, ჩემი აზრით. რაც შეეხება ტელევიზიას, ტელევიზიაზე ბევრმა ადამიანმა იცის, რომ იყო კონკრეტული შემოტევები, ამიტომაც ყოველთვის ვფიქრობ, რომ ყველაფერი უკავშირდება სავარაუდოდ, ამ ტელევიზიას. კითხვები დამისვეს 11 წლის წინანდელი ტრანზაქციის შიდა დეტალებზე, რაზეც განვუცხადე, რომ შიდა დეტალები მე ნამდვილად არ ვიცოდი“, - განაცხადა ვახტანგ წერეთელმა.

ცნობისთვის, ვახტანგ წერეთელი დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში „თიბისი ბანკის“ საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაიკითხა. პროკურატურა „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს - მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ჯგუფურად, 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავება, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics