07:18 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-08 15:50:33, 1222 ნახვა

კომენტარი
გრიგოლია: ხელისუფლებას სურს, სანამ ქვეყანა საარჩევნო პროცესში შევა, „TV პირველიც“ გააჩეროს

ჟურნალისტი ინგა გრიგოლია დარწმუნებულია, რომ „TV პირველის“ დამფუძნებლის, ვატო წერეთელის გამოკითხვაზე დაბარება ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის სურვილს ემსახურება.

როგორც მან აღნიშნა, არსებობს „TV პირველზე“ ზეწოლის ფაქტები, რომელზეც მოგვიანებით თავად წერეთელი ისაუბრებს.

„საკითხი უნდა გავყოთ ორად: პირველი - მე არ ვილაპარაკებ იმ კონკრეტულ საქმეზე, რის გამოც  დაბარებულია დღეს ვახტანგ წერეთელი და მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი უკვე წარედგინათ.  მე შემიძლია, უბრალოდ, გავაკეთო კომენტარი რატომ ვარ აქ. 1%-ით რომ არ მჯეროდეს, რომ ეს ყველაფერი უკავშირდება ტელეკომპანია პირველს, რა თქმა უნდა, მე აქ არ ვიქნებოდი. სხვისი, რაც არ უნდა პატივს ვცემდე, ბიზნესინტერესების დასაცავად, მე აქ არ ვიქნებოდი. 100-დან 100%-ით ვარ დარწმუნებული, რომ ეს უკავშირდება ტელეკომპანია პირველს და რატომ - ადამიანებს ბრალი ისე წარუდგინეს და ისე შეუფარდეს გირაო, რომ კომპანიების ერთ-ერთი დამფუძნებელი, რომელიც, წესით საქმის მონაწილე უნდა ყოფილიყო, არ გამოუკითხავთ. ეს ხომ არის უცნაური მოვლენა. თანაც, ჩვენ ვსაუბრობთ 11 წლის წინანდელ ამბავზე, რომელსაც არც დაზარალებული ჰყავს, არც მომჩივანი - ესეც ხომ უცნაური მოვლენაა. გარდა ამისა, ქვეყანაში, სადაც ამდენი გამოუძიებელი საქმეა - ხორავას ქუჩის, მაჩალიკაშვილის, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების, უცებ გამოძიება ინტერესდება 11 წლის წინანდელი საქმით, რომელსაც არც მომჩივანი ჰყავს, არც დაზარალებული.

ეს იმიტომ ხდება ახლა, რომ  მას მერე, რაც ხელისუფლებამ ჯიბეში ჩაიდო რუსთავი 2, იფიქრეს, ბარემ TV პირველიც მივაყოლოთო. ახალი ამბავი არაა, რომ TV პირველზე იყო კულუარული მცდელობები და შეტევები, რომელზეც მე არ ვისაუბრებ, ამაზე უნდა ისაუბროს არხის დამფუძნებელმა, როდესაც ის ამას საჭიროდ ჩათვლის. მათ სურთ, რომ სანამ ქვეყანა  საარჩევნო პროცესში შევა, რუსთავი 2-თან ერთად TV პირველიც გააჩერონ. მინდა გითხრათ, რომ ვერ გააჩერებთ, ეს არის ტელეკომპანია რომელიც ჩვენი საკუთარი ხელებით შევქმენით. დარწმუნებული ვარ, ეს ტელევიზია რომ არ ყოფილიყო, ვატო წერეთელი დღეს აქ არ იქნებოდა“, -განაცხადა ინგა გრიგოლიამ.

შეგახსენებთ, პროკურატურა „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს - მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ჯგუფურად, 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავება, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით). სწორედ აღნიშნულ საქმეზე გამოკითხავენ დღეს ვახტანგ წერეთელს.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics