11:18 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-08 15:34:49, 1561 ნახვა

სამართალი
წერეთელი: სრული იდიოტიზმია - ჯერ ადამიანებს ბრალი წაუყენეს და შემდეგ დამიბარეს მე გამოკითხვაზე

„ჯერ ადამიანებს ბრალი წაუყენეს და შემდგომ დამიბარეს მე გამოკითხვაზე. ეს სრული იდიოტიზმია“, - ამის შესახებ „TV პირველის“ დამფუძნებელმა ვახტანგ წერეთელმა თბილისის საქალაქო სასამართლოში განაცხადა, სადაც „თიბისის“ საქმესთან დაკავშირებით გამოძიების კითხვებს უნდა უპასუხოს.

როგორც წერეთელმა აღნიშნა, გამოძიების დაწყებისთანავე ითხოვდა, რომ გამოეკითხათ, თუმცა ამ დრომდე მისთვის პროკურატურას არ მიუმართავს.

„პირველი დღიდან ვითხოვდი ჩემს გამოკითხვას, როგორც კომპანიის დამფუძნებლის. სამწუხაროდ, ჯერ ადამიანებს ბრალი წაუყენეს და შემდგომ დამიბარეს მე გამოკითხვაზე. ჩემი აზრით, ეს სრული იდიოტიზმია და ამიტომ, ახლა შევალ და ვეცდები ყველა კითხვას გავცე პასუხი. ჩემი აზრით, წარმოუდგენელია ახლა რაც ხდება ამ საქმესთან მიმართებაში და თუ უნდათ, რომ ხალხმა დასცინონ ამ ქეისს, ჩემი აზრით ამას მიაღწევენ“, -  განაცხადა ვატო წერეთელმა.

შეგახსენებთ, პროკურატურა „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს - მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ჯგუფურად, 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავება, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით). სწორედ აღნიშნულ საქმეზე გამოკითხავენ დღეს ვახტანგ წერეთელს.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უილსონი - დიქტატორ ხამენეის დაკრძალვაზე ამერიკის ყველაზე უარესი მოძულეები იკრიბებიან, ოცნების ყალბი პრეზიდენტი ყაველაშვილი ცერემონიალზე დასწრებას გეგმავს
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
თინა ბოკუჩავა – მქონდა ძალიან სერიოზული სინდისის ქენჯნა, რომ ხაბეიშვილის შეცვლის მიზეზად დასახელდა ჯანმრთელობის მდგომარეობა, რაც არ იყო რეალური
კახა კალაძე: „ნაციონალურ მოძრაობას“ პოლიტიკურ პარტიასაც ვერ ვუწოდებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics