|
2019-08-07 17:02:20, 1116 ნახვა
კომენტარი
ხუნდაძე - სააკაშვილმა 2008 წელს საკუთარ საზოგადოებას და ქვეყანას ღრმა ჭრილობა მიაყენა
სააკაშვილმა 2008 წელს ღრმა ჭრილობა მიაყენა საკუთარ საზოგადოებას და ქვეყანას , რაც დღემდე არ არის მოშუშებული, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა. მისი თქმით, მაშინდელმა ხელისუფლებამ, დაღუპული და დაჭრილი სამხედროები მიატოვა და თვითონ წითელ ხიდზე გასასვლელად რიგი ედგა. „ამ დროს ადამიანებს ომის თემაზე ცენზურა დაუწესეს, მხოლოდ უნდა ეზეიმათ, თითქოს რუსეთს ნიღაბი ჩამოხსნეს და მსოფლიოს მისი ზრახვები და ქმედებები დაანახეს, თითქოს სააკაშვილი იწყებს რუსეთის შინაარსობრივ განწყობაზე ისტორიის ფურცლების წერას. რუსეთი დიდი ხანია იმპერიალისტური ზრახვებით ცნობილია მსოფლიოში“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ. მისი თქმით, შეცდომების დაშვების უფლება არ გვაქვს, უნდა ვაღიაროთ ის, რაც რეალურად იყო და ამ აღიარებაში ტალიავინის დასკვნა მნიშვნელოვანი დოკუმენტია. „მიხეილ სააკაშვილმა სირაქლემას პოზიციაში ჩააყენა საკუთარი საზოგადოება, როდესაც ამ თემაზე საუბარზე ცენზი დაუწესა. ამ დროს საერთაშორისო თანამეგობრობა სწორედ ტალიავინის დოკუმენტით ხელმძღვანელობს. გარე სამყარო იყო ადეკვატური, ვიდრე მიხეილ სააკაშვილი. ამიტომ ამას მოსდევს ორი ვალდებულება: ერთი - სიმართლის აღიარების და მეორე - გააზრებული პოლიტიკა, რაც ქვეყნის და საზოგადოების ინტერესებში ჯდება და არა ერთი პანიკური მხოლოდ პიარზე მორგებული და მხოლოდ საკუთარი ხელისუფლებაში ყოფნის გამყარების მიზნით წარმოებული პოლიტიკა“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)