|
2019-08-07 15:55:17, 1596 ნახვა
კომენტარი
სააკაშვილი: გია ვოლსკი КГБ-ს აგენტია, ანწუხელიძის სამშობლოში ხმას როგორ უნდა იღებდეს
„ვოლსკი რუსეთის кгв-ს აგენტია, მაგრამ ვოლსკი მარტო ვოლსკი ხომ არ არის, მისი პირით ლაპარაკობს ივანიშვილი და რუსეთი“, - ასე გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უმრავლესობის ლიდერის, გია ვოლსკის განცხადებას, რომელმაც „სააკაშვილის რეჟიმი“ აგვისტოს ომში დაადანაშაულა. სააკაშვილმა ვოლსკი შეურაცხმყოფელი ეპითეტებით მოიხსენია და მოღალატე უწოდა. „მე, მიხელ სააკაშვილმა, არამხოლოდ არ მივატოვე საქართველო, როდესაც პირადად მე დამემუქრა პუტინი და მე ვარ ერთადერთი ადამიანი, ვინც ცოცხალი დადის მას შემდეგ, რაც პუტინი საჯაროდ დაემუქრა ჩამოკიდებით, მოკვლით და ასე შემდეგ. დაე, ჩამოვიდნენ, დაე, დამიჭიროს, დაე ჩამომკიდოს, დაე მომკლას, არასოდეს მე ჩემს ქვეყანას არ ვუღალატებ, არასოდეს მოვაწერ ხელს მის დაშლას და ჩვენ მივაღწიე ისეთ ხელშეკრულებას,რომლითაც დაცული იყო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. ეს ვოლსკი მაშინ იყო ხვრელში ეს ვირთხა და არარაობა და სხვა არარაობები, რომლებიც იქ იყვნენ, როცა ჩვენ ყველანი ყოველ წამს ვრისკავდით ჩვენს სიცოცხლეს. მას შემდეგ რუსეთი არ ჩერდება და განაგრძობს ქართველ გმირებზე შურისძიებას. უკრაინაში მოკლეს ის ინჟინერი, რომელიც ეხმარებოდა ჩვენს სამხედროებს. ჩვენს სამხედროებს დასდევენ და აგრძელებენ დევნას მთელ მსოფლიოში. ეს არის სირცხვილი, რომ ასეთ ადამიანებს ვაბლატავებთ. ანწუხელიძის სამშობლოში ვოლსკი როგორ უნდა იღებდეს ხმას, ყველაფერს ხომ აქ საზღვარი,სადამდე უნდა ვითმინოთ ეს წარმოუდგენელი ღალატის ქრონიკა. საქართველოს სამწუხაროდ მოღალატეები ყოველთვის ჰყავდა, მაგრამ საბედნიეროდ, ყოველთვის ჰყავდა ანწუხელიძეები და შინდისის გმირები,"-აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.
თბილისში, ძმის ქორწილში ახალგაზრდა კაცი მოკლეს
ელისაშვილი არჩილ გორდულაძეს - ამოვგლიჯავ ენას, ხომ არ გონია 13 წელი ვიქნები ციხეში
სახალხო დამცველი პარლამენტს მოუწოდებს არ მიიღონ აზარტული თამაშების კანონში ცვლილებები
სს კრედო ბანკმა, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, $10 მილიონის დამატებითი პირველადი კაპიტალის (AT1) კერძო ობლიგაციები განათავსა
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)