|
2019-08-06 17:28:37, 1249 ნახვა
კომენტარი
ბოკუჩავა: ივანიშვილს სურს ანაკლიის პორტის მშენებლობა არჩევნებამდე შეაჩეროს და თუ საშუალება მიეცემა - გააუქმოს
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეს ანაკლიის პროექტთან აკავშირებს. ბოკუჩავა ვარაუდობს, რომ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს არჩევნებამდე ანაკლიის პორტის მშენებლობის შეფერხება, ხოლო არჩევნების მოგების შემთხვევაში - მისი საერთოდ გაუქმება სურს. „პირველივე დღიდან, როდესაც დაიწყო კამპანია მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ, ნათელი იყო, რომ ბიძინა ივანიშვილს პირადად ამოძრავებდა კონკრეტული მიზნები და ეს იყო, სავარაუდოდ, მათი განეიტრალების სამომავლო შესაძლო პოლიტიკური გეგმებიდან გამომდინარე და მეორე, დარტყმა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტზე, რაზეც ძალიან ხმამაღლა საუბრობენ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები. მიმდინარე გამოძიება არის პოლიტიკური ბრძოლის ნაწილი ბიძინა ივანიშვილის მხრიდან იმისთვის, რომ ორი მთავარი მოთამაშე, რომელიც ჩართულია ანაკლიის პორტის განვითარებაში, ჩამოაშოროს ამ პროექტს იმისთვის, რომ დროებით შეჩერდეს არჩევნებამდე, ხოლო არჩევნებს თუ მოიპარავს, საერთოდ გააუქმოს ეს პროექტი“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)