|
2019-08-06 16:40:46, 1312 ნახვა
კომენტარი
თალაკვაძე: მთავარ საკითხებზე საერთო განწყობა პოზიტიურია, იმედი მაქვს, სხვა საკითხებზეც შევთანხმდებით
საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრები გრძელდება. ჯგუფის წევრები მმართველი გუნდის მიერ საარჩევნო კანონმდებლობაში წარმოდგენილი ცვლილებების პაკეტს განიხილავენ. „გუშინ, ძალიან საინტერესო და გრძელი სამუშაო დღე გამოვიდა. განვიხილეთ თითქმის 18-მდე საკითხი და ინიციატივაა, რაზეც ჩვენ კიდევ მოგვიწევს მსჯელობა. თქვენთან ერთად კიდევ ერთხელ განვიხილავთ ყველა იმ საკითხს, რომელიც თქვენ დააყენეთ, რომელიც ჩაითვალა, რომ არის აქტუალური და რაზეც ელოდებით პასუხებს",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრის გახსნისას. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საკითხების საქმიანი განხილვა ხელს უწყობს სწორი გადაწყვეტილებების მიღებას და საზოგადოების მეტად ინფორმირებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. „ძალიან კარგია, რომ მედიის, ასევე საზოგადოების მხრიდან მოჰყვა საკმაოდ აქტიური დისკუსია თემებს, რომლებიც ჩვენ განვიხილეთ. მე ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან ჯანსაღი და ძალიან კარგი. ნებისმიერი განსხვავებული პოზიცია, კრიტიკული მოსაზრება, საქმიანი განხილვა ამ საკითხების, რა თქმა უნდა, ხელს უწყობს იმას, რომ ერთის მხრივ ჩვენ მივიღოთ სწორი გადაწყვეტილებები ერთად, მეორეს მხრივ, საზოგადოებაშიც იყოს მაქსიმალური ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რას ვაპირებთ და რატომ ვაკეთებთ ამ ყველაფერს", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. სამუშაო ჯგუფის წევრები დღეს საარჩევნო კამპანიის დაფინანსების ზედამხედველობაზე, გამჭვირვალობასა და მონიტორინგის მექანიზმებზე იმსჯელებენ. დაგეგმილია ასევე მმართველი გუნდის მიერ წარდგენილი პროექტით გათვალისწინებული იმ საკითხებისა და პრინციპების განხილვა, რომელიც მედიასთან არის დაკავშირებული. საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის პოლიტიკური კონსულტაციების მესამე რაუნდი, გაფართოებულ ფორმატში მიმდინარეობს. სამუშაო შეხვედრაში პოლიტიკური პარტიების ფართო სპექტრი, სამოქალაქო საზოგადოება და საერთაშორისო პარტნიორები მონაწილეობენ. საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმასთან დაკავშირებული კონსულტაციების რიგით მესამე სამუშაო შეხვედრა დღეს დასრულდება.
თბილისში, ძმის ქორწილში ახალგაზრდა კაცი მოკლეს
ელისაშვილი არჩილ გორდულაძეს - ამოვგლიჯავ ენას, ხომ არ გონია 13 წელი ვიქნები ციხეში
სახალხო დამცველი პარლამენტს მოუწოდებს არ მიიღონ აზარტული თამაშების კანონში ცვლილებები
სს კრედო ბანკმა, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, $10 მილიონის დამატებითი პირველადი კაპიტალის (AT1) კერძო ობლიგაციები განათავსა
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)