10:22 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-05 16:33:44, 1501 ნახვა

კომენტარი
მენაბდე: თუ სიძულვილის ენის გამოყენება აშკარა და მყისიერ საფრთხეს არ იწვევს, მისი რეგულირების საჭიროება არ არის

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ არ არსებობს საჭიროება სიძულვილის ენის ასეთი ფართო რეგულირების - ამის შესახებ საია-ს წარმომადგენელმა, კონსტიტუციონალისტმა ვახუშტი მენაბდემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მენაბდე მიიჩნევს, რომ სიძულვილის ენის გამოყენების შემთხვევაში პასუხისმგებლობის საკითხი მხოლოდ მაშინ უნდა დადგეს, თუ ის აშკარა და მყისიერ საფრთხეს იწვევს.

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ არ არსებობს საჭიროება სიძულვილის ენის ასეთი ფართო რეგულირების. ჩვენ გვგონია, რომ სიძულვილის ენა, თუ ის აშკარა და მყისიერ საფრთხეს წარმოშობს, უნდა დაექვემდებაროს პასუხისმგებლობას, თუმცა უბრალო გამოხატვა, მათ შორის ქსენოფობიური და ასე შემდეგ, არ შეიძლება გახდეს რეპრესიული საკანონმდებლო პოლიტიკის ნაწილი. რეპრესია, ამ შემთხვევაში, ნიშნავს პასუხისმგებლობის დაწესებას სამართლებრივ ენაზე", - განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შანხაი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენები იწყება
ნატო უარყოფს ესპანეთის წევრობის შეჩერებას აშშ-ის მუქარის შემდეგ
რუსმა მდიდარმა პირებმა ახალ ზელანდიაში ბუნკერების ყიდვა დაიწყეს
აშშ ფედერალურ დონეზე აღადგენს სიკვდილით დასჯის მეთოდს დახვრეტის გზით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics